ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი გადამღები ჯგუფის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელევიზიაში აცხადებენ, რომ კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა საქართველოს პარლამენტის წევრისაგან, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისაგან ინტერვიუს იღებდნენ, როდესაც მათ უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ წერს თავად ჩიორა თაქთაქიშვილიც. მისი განცხადებით, გარშემომყოფები მათგან მობილური ტელეფონების წართმევას ცდილობდნენ, რადგან მათ დაპირისპირების ფაქტი არ გადაეღოთ.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი შსს-საგან რეაგირებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ფაქტზე გამოძიება არა მხოლოდ 125-ე მუხლით, არამედ 154-ე მუხლით უნდა დაიწყოს, რაც ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლას ითვალისწინებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *