თბილისში ჩასაბერ საკრავთა რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალი “Tbilisi Wind Festival” მიმდინარეობს.
ფესტივალი სამდღიანია და მისი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ლევან ცხადაძეა.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები წარდგებიან.
ქართველი, გერმანელი და ჰოლანდიელი მუსიკოსები 14 ნოემბრიდან მოყოლებული მასტერკლასებსაც ატარებენ.
ფესტივალს, რომელიც ხვალ დაიხურება, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი და მცირე დარბაზები და მარჯანიშვილის თეატრი მასპინძლობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *