თელავში 16-23 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
კონცერტები წელს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება, ამასთან ერთად თელავის სამუსიკო სასწავლებელში მასტერკლასებიც გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას 200–მდე მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის იქნება იტალიიდან ჩამოსული კვარტეტი “კლეზმერატა ფიორენტინა”, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან, იაპონიიდან, კანადიდან და ისრაელიდან ჩამოსული 23 სოლისტი. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ოპერის სიმებიანი კვარტეტი იღებს.
ფესტივალის ჩატარება მუსიკალური და საზოგადოებრივი კულტურული ცხოვრების განვითარებას ემსახურება და საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. ფესტივალი გასული საუკუნის 80-იან წლებში ელისო ვირსალაძემ დააარსა და მას მაშინ “ქება ვაზისა” ერქვა.
ფესტივალის ფარგლებში სულ 6 მასტერკლასისა და 6 კონცერტის გამართვა იგეგმება. 6–დან ერთი კონცერტი სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობათ.
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
-
14.11.2026
როცა შენი შვილი სინდისის პატიმარია
-
14.11.2026
პენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
-
14.11.2026
ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
-
14.11.2026
ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ძალოვნებს 5-5 წელი მიუსაჯეს
-
14.11.2026
დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა
-
13.11.2026
2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
