დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატურგიული თეატრის დიდ სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ აკრობატების თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი “დონკა – წერილები ჩეხოვს”.

სპექტაკლს წარმოადგენს კომპანია “ფინზი პასკა”, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, დასი საერთაშორისოა და შედგება სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებისაგან. აქ არიან: კლოუნები, მოცეკვავეები, მუსიკოსები და აკრობატები. ისინი ჩეხოვის მთელ შემოქმედებას, დღიურებსა და ნაშრომებს წარმოგვიდგენენ ამ ყველაფერს კი ფონად მარია ბონზანიგოს მუსიკა გასდევს. ასევე გამოყენებულია საორკესტრო მუსიკა, რომელიც ჩაწერილია სერგეი რახმანინოვის სიმფონიური ორკესტრის მიერ (მოსკოვი), მოსფილმის ”ტონსტუდიოში”.

წარმოდგენა 20:00 საათზე იწყება და 90 წუთი გაგრძელდება. სპექტაკლს დასი 7 ოქტომბერსაც წარმოადგენს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *