რამდენიმე მგზავრი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად, რომელიც დაახლოებით 22.00 საათზე  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით,  ადგილზე დაიღუპა ლილოს ბაზრობიდან ბათუმში მიმავალი სამარშრუტო ტაქსის შვიდი მგზავრი და დაშავებულია მგზავრების უმრავლესობა.

სხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხევა  სოფელ ლესასთან ახლოს მოხდა.  ერთმანეთს  ორი სამგზავრო ავტობუსი  შეეჯახა.

ბოლო დღეების მანძილზე ეს მეორე ავარიაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ხუთი დღის წინ “მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა ბათუმი-თბილისის საავტომობილო გზაზე მოძრავ სამარშუტო ტაქსს და  4 ადამიანი გარდაიცვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *