„ვისოლ ჯგუფი“ და „კარფური“ საქართველოს ბაზარზე წარმატებული პარტნიორები გახდნენ

„Majid Al Futtaim Retail“-ი, „Majid Al Futtaim“ – ის საცალო ვაჭრობის დანაყოფი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ლიდერია და „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომერციული უძრავის ქონების კომპანია „მპ დეველოპმენტი“, პარტნიორები გახდნენ.

ივლისის ბოლოს, ქ. ბათუმში, ცენტრალურ ქუჩაზე გაიხსნება „მპ დეველოპმენტის“ მორიგი სავაჭრო ცენტრი, სადაც „კარფურის“ სუპერმარკეტი იქნება წარმოდგენილი. კარფურის ახალი სუპერმარკეტი მომხმარებელს შესთავაზებს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის 15 ათასამდე სახეობას  და ამავდროულად დაასაქმებს 150 ადამიანს. კარფურის გარდა, სავაჭრო ცენტრში გაიხსნება „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები, საქართველოს ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის  და  სხვადასხვა პროფილის   კიდევ რამოდენიმე მაღაზია. „კარფურთან“ ერთად „მპ დეველოპმენტის“ ეს უკვე რიგით მე-2 სავაჭრო ცენტრია და ერთობლივი პროექტის ფარგლებში სავაჭრო ცენტრების განვითარება კვლავ გაგრძელდება.

„მპ დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში კარფურის პირველი სუპერმარკეტი გლდანში, 2017 წლის მაისში გაიხსნა, ხოლო ზაფხულის ბოლომდე „კარფური“  „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „სმარტის“ დიდი ფორმატის კიდევ 2 სუპერმარკეტს შეისყიდის.

„სმარტი“ საკუთარი ქსელის  განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, კერძოდ კი პატარა ზომის სუპერმარკეტებით გააგრძელებს. სმარტის პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განთავსდება.   „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტები პირველი დღიდანვე მომგებიანია და „ვისოლ ჯგუფისთვის“ ამ ბიზნესის ამ ფორმატში განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„კარფური“  ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისათვის თბილისში კარფური უკვე 2 ჰიპერმარკეტითა და 6 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი, სადაც 1500 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და ყოველდღიურად შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის.

„ვისოლ ჯგუფთან“ წარმატებული პარტნიორობის შედეგად სულ მალე ქ.ბათუმში კარფურის პირველი სუპერმარკეტი გაიხსნება, რასაც მოყვება კიდევ 2 სუპერმარკეტის გახსნა თბილისში, კერძოდ ვაკესა და ვაზისუბანში. ყოველი ახალი მაღაზიის გახსნით, იქმნება ახალი შესაძლებლობები და ახალი სამუშაო ადგილები ქართველი ხალხისთვის, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.

“ჩვენთვის ძალიან ღირებულია „კარფურთან“ ასეთი მჭიდრო და ორივე მხარისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პარტნიორობა. ეს თანამშრომლობა შედეგად მოიტანს სოლიდურ ინვესტიციებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას  და ასობით ახალ სამუშაო ადგილს. მხოლოდ ბათუმის სავაჭრო ცენტრში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნება, საერთო ჯამში 250-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება – აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ჩვენ მივესალმებით „კარფურსა“ და „ვისოლ ჯგუფს“ შორის წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ჩვენი სურვილია „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად საქართველოში რამოდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება. ეს პარტნიორობა შედეგად მოიტანს „კარფურის“ სუპერმარკეტების ქსელის შემდგომ განვითარებას, დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს“ – განაცხადა ფილიპ პეგილანმა, „კარფურის“ გენერალურმა მენეჯერმა საქართველოსა და სომხეთში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი