ახალი ამბები | , ,

მამუკა არეშიძეს ”ოცნებიდან” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატობა შესთავაზეს

26 დეკემბერი, 2015 | | 2972
მამუკა არეშიძეს ”ოცნებიდან” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატობა შესთავაზეს

მამუკა არეშიძის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში კოალიციის კანდიდატად მონაწილეობა შესთავაზა.

როგორც არეშიძე აცხადებს, ამ შეთავაზებაზე მან წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა:

”პარტიის ხელმძღვანელობამ ამ თემაზე მკითხა ჩემი აზრი, მე წინასწარი თანხმობა ვუთხარი და ამით დამთავრდა საუბარი. ჯერჯერობით სხვა არაფერია ცნობილი. კონკრეტულად, ვინ შემომთავაზა, ამის თქმა არ შემიძლია. პარტიის ხელმძღვანელობამ, ოღონდ ბიძინა არ ყოფილა.”

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან (გელა) ნიორაძე 29 ნოემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო. პრეზიდენტის განკარგულებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება.

მამუკა არეშიძე ”ქართულმა ოცნებამ”  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც წარადგინა კანდიდატად. არეშიძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრიც 1995-1999 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი