თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისისა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება 18:00 საათისთვის შეწყდა. ნეტგაზეთი მიზეზების გარკვევას ცდილობს. დედაქალაქის რაიონების გარდა, ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთავს, ქუთაისს, გორსა და ზუგდიდს. როგორც თელასში განგვიცხადეს, ელექტროენერგიის შეწყვეტა მათი ბრალი არაა და არ ფლობენ ინფორმაციას, რამ გამოიწვია ხარვეზი. თელასმა სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართა, რომელიც ელექტროგადამცემ ხაზებს ფლობს და პასუხისმგებელია მათ გამართულ მუშაობაზე. სახელმწიფო ელექტროსისტემაში ნეტგაზეთის … ვრცლად თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება