აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე – ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის განცხადებით, დედაქალაქში გამოჩენილი დამტვრეული მანქანების სტენდები ერთგვარი “შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა” და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. “დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული. აქციის მიზანია-კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე (სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობილურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე. … ვრცლად აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე – ოგბაიძე