შსს “თავისუფალი ზონის” წევრ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “თავისუფალი ზონის” წევრი ირაკლი ჩხვირკია დაკავებულია. 

შსს აცხადებს, რომ მას ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლების დარღვევა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 5 ადამიანია დაკავებული. თუმცა “ნაციონალური მოძრაობის ცნობით, უფრო მეტი ადამიანია დაკავებული.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ირაკლი ჩხვირკია დროებით გაუჩინარებული იყო, რის შემდეგაც დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიაკვლიეს. ისინი გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაპირისპირების გამო დააკავეს. 

 

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 5 ივლისს, 11 საათზე დასრულდა. მოსამართლემ უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით უგულავას დაკავებას ითხოვდა. 

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი