მთავრობა საექსპორტოდ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოების ლეგალიზებაზე ფიქრობს

მთავრობამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანის წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა გამოცემა “ინტერპრესნიუსმა”. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საკითხი “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს და ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტზე გატანა იგეგმება. ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. ზოიძემ დაადასტურა, რომ უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი პრინციპების … ვრცლად მთავრობა საექსპორტოდ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოების ლეგალიზებაზე ფიქრობს