ახალი ამბები

დომენიკ მანგოს “წამების” ვიდეო დადგმულია – შსს

17 ივნისი, 2018 • 34760
დომენიკ მანგოს “წამების” ვიდეო დადგმულია – შსს

კუკური ბარამიძის, იგივე დომენიკ მანგოზე ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელიც მისივე ფეისბუქგვერდზე აიტვირთა, დადგმულია. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, პოლიციამ მოკვლევის ფარგლებში გამოკითხა პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო:

“გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი.”

დადგმულ ვიდეოში ჩანს, თითქოს რამდენიმე პირი დედის გინებით აიძულებს დომენიკ მანგოს ბოდიშის მოხდას პატრიარქის შეურაცხყოფისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი