ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე შეიცვალა

22 ნოემბერი, 2017 • 2258
შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე შეიცვალა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია დაინიშნა. მან ამ პოსტზე პეტრე კანკავა შეცვალა.

ბოლო წლების განმავლობაში ლაშა დარსალია  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა და უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის დღემდე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორის სტატუსით უძღვება სასწავლო კურსს – „პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“. სამინისტროს ცნობითვე, მას აქვს მუშაობის და კვლევითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება კონფლიქტების მოგვარებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.

წლების განმავლობაში წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციას „ლონდონის კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრი.“ ცენტრის საქმიანობა კოორდინირებას უწევდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი