ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

21 ოქტომბერი, 2017 • 1948
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უბნებზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალურ მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზნებს.

“დამკვირვებელს აქვს უფლება, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება განახორციელონ კანონის დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინსპექტორი ავრცელებს.   

ინსპექტორის აპარატი აცხადებს, რომ მზად არის, შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მიწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები

დღეს დილიდან საარჩევნო უბნებში ქართული ოცნების და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები ახორციელებენ უბანში მისული ამომრჩევლის აღრიცხვას რეგისტრატორთა სიებიდან, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით ამომრჩეველთა კონტროლის მიზნით შეიძლება კეთდებოდეს.

რეგისტრატორის მაგიდასთან პარტიის წარმომადგენელი მისული ამომრჩევლის მონაცემებს იწერს

მასალების გადაბეჭდვის წესი