ახალი ამბები

EBRD ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსს შეიძენს

17 ივლისი, 2017 • 2053
EBRD ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსს შეიძენს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD), ბათუმში 10 ელექტროავტობუსი იმოძრავებს.

პროექტი ევრობანკის მიერ მართული მრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში ხორციელდება, სადაც ევროკავშირი ყველაზე მსხვილი დონორია.

ევრობანკი საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენულ სესხს გამოუყოფს, რომელიც ბათუმის მერიას გადაეცემა,  რათა  შპსბათუმის ავტოტრანსპორტმა“ საქართველოსათვის პირველი 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი შეიძინოს, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას.

“ავტობუსები  დაიცავს გარემოს  ნამწვი აირების ემისიის შემცირების გზით.  ახალი დაბალძირიანი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, მარტივად გამოსაყენებელია მშობლებისათვის საბავშვო ეტლებით და ხანდაზმული მოქალაქეებისათვის”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

E5P გრანტი, რომელიც 4 მილიონ ლარია (1.5 მილიონი ევრო), ათი ახალი ელექტროავტობუსის შეძენისთვის დაიხარჯება

პროექტი მიმდინარეობს ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორშიმწვანეკაპიტალდაბანდების წახალისებას და მიმდინარეობს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ევრობანკი საქმიანობს. ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. კერძოდ, დაგეგმილია ბათუმისათვის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შემუშავება, კორპორატიული განვითარების მხარდაჭერა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა.  

ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს. 2008 წელს, ევრობანკმა დააფინანსა 76 საშუალო ზომის დიზელზე მომუშავე ავტობუსის შეძენა. ასევე, უზრუნველყო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დანადგარები.

ევრობანკმა საქართველოში საქმიანობის დაწყების დღიდან  2.9 მილიარდ ევროს ოდენობის ინვესტიცია 205 პროექტში განახორციელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი