ახალი ამბები

ცქიტიშვილი: შრომის ინსპექციის დეპარტამენტი ეფექტურად ვერ მუშაობს

10 მაისი, 2017 • 3149
ცქიტიშვილი: შრომის ინსპექციის დეპარტამენტი ეფექტურად ვერ მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კომიტეტმა უნდა იმუშაოს შრომითი უფლებების შესახებ რეგულაციების გასაუმჯობესებლად. პარლამენტარის განცხადებით, არაეფექტურად მუშაობს შრომის ინსპექციაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები ცქიტიშვილმა დღეს კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

“მეც მინდა, ჩემი მხრივ დავაფიქსირო, რომ ტრაგედია, რომელიც მოხდა, ერთი მხრივ, არის როგორც ოჯახური ძალიან მძიმე შემთხვევა, ასევე არის ტრაგედია კოლექტივისთვის, რაიონისთვის და ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვენლოვნად აჩენს იმ ხარვეზებს, რომლებიც ამ მიმართულებით შეიძლება გვქონდეს და ჩვენ, როგორც ადამიანთა უფლებების კომიტეტის წევრებს, როგორც პარლამენტარებს, გვაქვს ვალდებულება, რომ ვიმუშაოთ და დავხვეწოთ, რათა ადამიანი, როგორც მინიმუმ, იყოს დაცული იმ რისკებისგან, რომლებიც შეიძლება იყოს სამუშაო ადგილზე, და როდესაც მიდის, არ იყოს მისი სამუშაო რისკის ქვეშ, არამედ იყოს უზრუნველყოფილი და მისი სამუშაო არ იყოს ასეთი შემთხვევებისთვის განწირული,” – აცხადებს დეპუტატი.

ცქიტიშვილის თქმით, ინვესტიციების წახალისების მიზნით 2005 წელს დაწყებულმა რეფორმამ არც სამუშაო ადგილები შექმნა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხითაც ვითარება გააუარესა. 2013 წელს მიღებული ცვლილებებით კიმ კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის:

“შეიქმნა შრომის ინსპექციის დეპარტამენტიც, თუმცა ჯერჯერობით ის ეფექტურად ვერ მუშაობს, როგორც გამიზნული იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანიამ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება სამომავლოდაც გავამახვილოთ ამ კუთხით.”

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროსმ ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები 10 მაისს, დაახლოებით 08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი