ახალი ამბებიკომენტარი

მიმართვა ხელისუფლებას: თვითმმართველი ქალაქების შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

29 მარტი, 2017 • 3974
მიმართვა ხელისუფლებას: თვითმმართველი ქალაქების შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმების თაობაზე წერილით მიმართავენ.

წერილში ნათქვამია, რომ ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებაქართული ოცნებისერთერთი მთავარი დაპირებაა – 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცადეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“, სადაც  რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღოთვითმმართველობის კოდექსი“.

რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა.

“სწორედ ეს ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Freedom House“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა (იხ. მოხსენება https://freedomhouse.org/report/nations-transit/2015/georgia). აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებული თვითმმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ საქმიანობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც.

მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმამ იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა. თუმცა, ნაცვლად ამისა, ბოლო დროს ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რაც ერთმნიშვნელოვნად რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევაა“, – ნათქვამია წერილში.

წერილში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება შეაფერხებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის განვითარებასაც.

“გარდა ამისა, ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების სამომავლო პერსპექტივებსაც.

ამ და სხვა არგუმენტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს ნაბიჯი დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება“, – ნათქვამია წერილში.

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს.


წერილზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • რეგიონის განვითარების ცენტრი
  • ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  • კივიტას გეორგიკა
  • ფონდიღია საზოგადოებასაქართველო
  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  • საქართველოს მედიაკლუბი
  • მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  • კონსულტაციისადატრენინგისცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • სათემოგანვითარებისცენტრი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ფონდიტასო
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  • სტუდიარე
  • გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)
  • მეგობრობის ხიდიქართლოსი“ (გორი)
  • გორის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი (გორი)
  • შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი (გორი)
  • საზოგადოებაბილიკი“ (გორი)
  • გორის ახალგაზრდული მოძრაობადროა“ (გორი)
  • გორელ ფოტოგრაფთა კლუბი (გორი)
  • შიდა ქართლის ვეტერინართა ასოციაცია (გორი)
  • გორი დაუნთაუნი“ (გორი)
  • კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)
  • სახლი საზღვრების გარეშე“ (გორი)
  • ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი)
  • გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (ოზურგეთი)
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
  • ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ (ოზურგეთი)
  • ოზურგეთის სასოფლო დარბაზი (ოზურგეთი)
  • საუნჯე“ (ზუგდიდი)
  • გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაციადეა“ (ზუგდიდი)
  • სათემო ფონდიეგრისი“ (ზუგდიდი)
  • სათემო ფონდინეფა“ (ზუგდიდი)
  • დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
  • ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
  • ასოციაციატოლერანტი“ (ახალციხე)
  • კახეთის სამოქალაქო ლიგა (თელავი)
  • საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოება (თელავი)
  • საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (თელავი)
  • არასამთავრობო ორგანიზაციათანადგომა ხალხთან“ (თელავი)
  • მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებანადიკვარიმეგობრობა განვითარებისთვის“ (თელავი)
  • ნაბიჯი მომავლისკენ“ (გორი, თელავი)
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელიმცხეთამთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
  • ასოციაციაზეკარი“ (ამბროლაური)
  • დემოკრატიისინსტიტუტი (ბათუმი)
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (ბათუმი)
  • ღირსეული სიბერე“ (ქობულეთი)
  • სენაკის სასოფლო დარბაზი (სენაკი)
  • ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
  • ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი (ლანჩხუთი)
  • ჩოხატაურის სასოფლო დარბაზი (ჩოხატაური)
  • ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
  • ევროპა ჩვენი სახლია“ (ქუთაისი)
  • ზესტაფონის სასოფლო დარბაზი (ზესტაფონი)
  • ნაბიჯი“ (ხარაგაული)
  • ტყიბულის განვითარების ფონდი (ტყიბული)
  • ხაშურის სასოფლო დარბაზი (ხაშური)
  • ჩვენჯანსაღი მომავლისათვის“ (წეროვანი, დევნილთა დასახლება)
  • უკეთესი მომავლისათვის“ (წეროვანი, დევნილთა დასახლება)
  • ასოციაციასპექტრი“ (საგარეჯო)
  • სამოქალაქო ინიციატივა“ (წნორი)
  • სათემო ორგანიზაციანუკრიანი“ (სიღნაღი)
  • სათემო კავშირიჰერეთი“ (ლაგოდეხი)
  • სათემო ფონდილელი“ (ლაგოდეხი)
  • დემოსი“ (რუსთავი)
  • სიქასაგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი)
  • მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული)
  • ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)
  • დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
  • სტეფანწმინდა“ (სტეფანწმინდა)
  • საქართველოსსასოფლოდარბაზი
  • ასოციაციარეფორმა ფსიქიატრიაში
  • კავშირიმშობლების თანადგომა
  • შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
  • ასოციაციასოციალური ქოლგა
  • საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია
  • საქართველოსრეგიონულიმედიისასოციაცია
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
  • „POST-ალიონი“ (გურია)
  • მედიასახლიგურია ნიუსი“ (გურია)
  • გურიის პრესკლუბი (გურია)
  • მედიასახლიგურიის მოამბე“ (გურია)
  • ტელეკომპანიაგურია“ (გურია)
  • გაზეთიზუგდიდი“ (სამეგრელო)
  • ტელეკომპანიაოდიში“ (სამეგრელო)
  • ტელეკომპანიამეცხრე ტალღა“ (სამეგრელო)
  • ტელეკომპანიაჯიხა“ (სამეგრელო)
  • ტელეკომპანიაკოლხეთი 89“ (სამეგრელო)
  • ტელეკომპანიაეგრისი“ (სამეგრელო)
  • TV 25 (აჭარა)
  • ახალი გაზეთი“ (იმერეთი)
  • მედიასახლი „P.S.“ (იმერეთი)
  • გაზეთიჩემი იმერეთი“ (იმერეთი)
  • ტელეკომპანიარიონი“ (იმერეთი)
  • ტელეკომპანიაიმერვიზია“ (იმერეთი)
  • ტელეკომპანიაარგო“ (იმერეთი)
  • ტელეკომპანიაზარი“ (იმერეთი)
  • გაზეთისამხრეთის კარიბჭე“ (სამცხეჯავახეთი)
  • ტელეკომპანიაბორჯომი“ (სამცხეჯავახეთი)
  • ტელეკომპანიამე-9 არხი“ (სამცხეჯავახეთი)
  • ტელეკომპანია „ATV12“ (სამცხეჯავახეთი)
  • ტელეკომპანიაფარვანა“ (სამცხეჯავახეთი)
  • მედიაცენტრიკახეთი“ (კახეთი)
  • გაზეთიკახეთის ხმა“ (კახეთი)
  • გაზეთისპექტრი“ (კახეთი)
  • ტელეკომპანიაგურჯაანი“ (კახეთი)
  • ტელეკომპანიათანამგზავრი“ (კახეთი)
  • შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (შიდა ქართლი)
  • ტელეკომპანიათრიალეთი“ (შიდა ქართლი)
  • ტელეკომპანიადია“ (შიდა ქართლი)
  • გაზეთითრიალეთის ექსპრესი“ (ქვემო ქართლი)
  • გაზეთიდიდგორელები“ (ქვემო ქართლი)
  • ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქვემო ქართლი)
  • ტელეკომპანიამარნეული“ (ქვემო ქართლი)
  • ტელეკომპანიაბოლნელი“ (ქვემო ქართლი)

მასალების გადაბეჭდვის წესი