ახალი ამბები

მანანა კობახიძე: თუკი არა ვარ ლესბოსელი, რა უნდა ვქნა

26 ნოემბერი, 2012 • • 6681
მანანა კობახიძე: თუკი არა ვარ ლესბოსელი, რა უნდა ვქნა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ფრანგულ გაზეთ “ფიგაროსთვის” მას არც ინტერვიუ მიუცია და არც კომენტარი გაუკეთებია და  აღნიშნავს, რომ ყველა უფლებას გამოიყენებს იმისათვის, რომ გაარკვიოს, თუ ვის დაჭირდა გაზეთის მეშვეობით ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

 

გაზეთ “ფიგაროში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ მანანა კობახიძის თქმით, ევროპის ქვეყნებში ყველა მოქალაქე თანასწორია, რაც საქართველოსთვის რთული მისაღებია,  რადგან ეს მიუღებელია  მართლმადიდებლური ეთიკისთვის.


კობახიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ სტატიაში, რომელიც საქართველოს ახალი ხელისუფლების შესახებაა, მისი ციტატა სავარაუდოდ 2 წლის წინ “საქინფორმისთვის” მიცემული ინტერვიუდან არის ამოღებული და არასწორად ინტერპრეტირებული. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქინფორმზე გამოქვეყნებული ინტერვიუშიც იყო არასწორი ინტერპრეტაცია.


“შეიძლება სულაც არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მისთვისაც მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს” –ნათქვამია “საქინფორმის” ინტერვიუში.


კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული ინტერვიუ ტელკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ფაქტს ეხებოდა, როცა ტელევიზიაში რელიგიური ექსტრემისტების გამო ეთერი ჩაიშალა.


“ინტერვიუ ეხებოდა მართლმადიდებელი ბიჭების საქმეს, კავკასიის ინციდენტს ვყვებოდი, რა და როგორ იყო ამ საქმეში, საპროცესო ნორმების დარღვევით მოხდა მათი პასუხისგებაში მიცემა, კითხვაზე, რით იყო განპირობებული, რომ უდანაშაულო ხალხი მისცეს პასუხიგებაში, მე გავეცი პასუხი, რომ ამით მაშინდელი ხელისუფლება ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ თითქოსდა ისინი იცავენ უმცირესობის უფლებებს, რეალურად არც უმცირესობა იყო დაცული და არც უმრავლესობა იმ პერიოდში. ის, რომ ამ ადამიანებსაც ჰქონდათ გამოხატვის თავისუფლება, მათთვის მიუღებელი იყო გარკვეული პროპაგანდა, ამ შემთხვევაში მამათმავლობის და ლესბოსელობის, რაც ქრისტიანული მორალისთვის არის მიუღებელი– ეს ვთქვი მე. ის, რომ მართლმადიდებლობა ცოდვად თვლის მამათმავლობას და ლესბოსელობას, ეს ჩემი მოგონილი არ არის, სახარებაშიც წერია, წმინდა მამებიც ამბობდნენ და ქრისტე ამბობდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი.  მე ვთქვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ გარკვეულ აზრს ეს ბიჭები- მეთქი, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.  ის, რაც შეიძლება ევროპაში მიღებულია, მართლმადიდებლური სარწმუნეობისთვის მიუღებელია.  ეს ბიჭები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და არ ჩადიოდნენ დანაშაულს. მაგრამ ეს საქმე დაჭირდათ იმისთვის, რომ თითქოს იცავენ უმცირესობების უფლებებს, ეს იყო მთელი კონტექსტი ამ ინტერვიუსი.  ამათ ამოგლიჯეს, თითქოს ევროპაში იცავენ უმცირესობებს და საქართველოში მიუღებელია, ჩვენთვის კი არა, მართლმადიდებლობისთვის არის მიუღებელი მამათმავლობა და ლესბოსელობა”.


კობახიძე ამბობს, რომ ყველა დაზარალებული, მათ შორის, დავით აქუბარდია, ნინო ჯანგირაშილი, ამბობდნენ, რომ სტუდიაში ვინც გადაცემა ჩაშალა, არ იყვნენ ეს ბიჭები.


“ სისხლის სამართლის მთელი პროცესი ამ ადამიანების მიმართ წარიმართა კანონის დარღვევით, მათ არც ჟურნალისტებისთვის შეუშლიათ ხელი, არც კამერები დაუმტვრევიათ,  ეს იყო სხვა ხალხი და ითხოვდნენ იმ სხვა ხალხის დასჯას. ესენი სტუდიაში ჰყავდა მოწვეული ნინო ჯანგირაშვილს და გამოხატავდნენ თავის აზრს. ოპერატორები, ჟურნალისტები, ყველა უარყოფდა ამ ხალხიდან დანაშაულის ჩადენას და განაჩენი გამოიტანეს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. ეს იყო მიზანმიმართული დევნა, რომ ამ ხალხის, რომ მერე მოენათლათ რელიგიურ ექსტრემისტებად. დღეს არასამთავრობოების ჯგუფმა ეს ხალხი პოლიტპატიმრებად აღიარეს. ამ დროს რელიგიურ ექსტრემისტებად თვლიდა ხელისუფლება და ასეთ ანგარიშებს აგზავნიდა ამერიკის დეპარტამენტში”.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის  განცხადებით,  ფრანგულ გამოცემას მასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებოდა, იგი აცხადებს, რომ მომხდარი ვიღაცის ინტერესში შედის:


“მე მეეჭვება, რომ ეს ვიღაცის ინტერესში შედის, ჩემ ამ ფრაზას არასწორად აფრიალებდა ჩიორა თაქთაქიშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი. გაჰქონდათ ეს ინფორმაციები ევროკავშირიში, ევროსაბჭოში. გამომიყვანეს ქსენოფობი, ჰომოფობი, ეს არის სასაცილო, ვინც მიცნობს და რა საქმეებიც მიწარმოებია, ყველა აღიარებს, რომ მე მსგავსი მიდგომები არ მქონია და ვიყავი უფლებადამცველი და ყველაფერს ვუყურებ ამ თვალით. იმასაც ვაღიარებ, რომ ვარ მართლმადიდებელი  და შეიძლება შინაგანად რაღაცას სხვანაირად ვუყურებდე და არ მომწონდეს.  ეს ჩემი უფლებაა და ვერავინ  ვერ ამიკრძალავს ამას, ვერც ევროსაბჭო და ვერც ევროკავშირი. თუ მე არ მინდა ლესბოსელი ვიყო, შეიძლება ეს ვინმემ დამაძალოს, თუ ვერ გავიგე, რა ხდება”?. 


კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელჯიბითი წარმომადგენლის უფლებები დაირღვევა, ყველა ასეთ კონკრეტულ შემთხვევაზე, მას, როგორც დეპუტატს, ექნება შესაბამისი რეაგირება და მიდგომა, თუმცა დასძენს:

 

” მაგრამ მე, როგორც ამ  ქვეყნის მოქალაქეს და მართლმადიდებელს, მაქვს უფლება მქონდეს შეხედულება ამ შეხედულების გამოხატვის უფლება. თუკი არა ვარ ლესბოსელი, რა, რა უნდა ვქნა”. 


მასალების გადაბეჭდვის წესი