გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

თავისუფალი-დემოკრატების ყოფილი ლიდერი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის მრჩევლად დაინიშნა. როგორც ნეტგაზეთს გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ცაგარეიშვილი მრჩევლად 20 იანვარს დაინიშნა.

ცაგარეიშვილი წინა მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო მანამ, სანამ თავისუფალი დემოკრატები სახელისუფლებო კოალიციის წევრები იყვნენ.

გარემოს დაცვის მინისტრს სულ 4 მრჩეველი ჰყავს: გიორგი შარაშიძე, გელა ბუთბაია, ნინო სულხანიშვილი და გია ცაგარეიშვილი.

ცაგარეიშვილმა სხვა ლიდერებთან ერთად თავისუფალი დემოკრატები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მისი ყოფილი თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, ხოლო ზურაბ აბაშიძე – ყაზახეთში ელჩად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com