ახალი ამბები

სამხატვრო აკადემია: შორტებით და შლოპანცებით დიპლომის დაცვაზე სტუდენტები არ უნდა მივიდნენ

4 აგვისტო, 2016 • 4666
სამხატვრო აკადემია: შორტებით და შლოპანცებით დიპლომის დაცვაზე სტუდენტები არ უნდა მივიდნენ

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია განმარტავს, რომ სტუდენტმა, რომელიც დიპლომის დაცვაზე მოკლე შარვლით მივიდა, სასწავლებლის დადგენილება დაარღვია და სთხოვეს მას, რომ სხვა ჩაცმულობით მისულიყო.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფკულტეტის დეკანი დავით ალექსიძე განმარტავს, რომ აკადემიამ დაადგინა, რომ დიპლომის დაცვაზე ან სხვა სადღესასწაულო დღეებში, განსაზღვრული ჩაცმულობით უნდა მივიდნენ.

“ჩვენ ოფიციალურად დავადგინეთ, “დრეს კოდი”. რექტორის წინადადებით მოხდა ეს ყველაფერი. დადგინდა გარკვეული ფორმა, ნორმა, რომ შეესაბამებოდეს ამ სადღესასწაულო დღეს, უნდა იქნას გათვალისწინებული”, – ამბობს დავით ალექსიძე.

დეკანის თქმით, 3 აგვისტოს, ერთ-ერთი სტუდენტი, რომელსაც უნდა დაეცვა დიპლომი არ მივიდა შესაბამისი ჩაცმულობით და სთხოვეს მას, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა, რის შემდეგაც დატოვა დარბაზი და წავიდა.

დეკანი საუბრობს იმაზე, რომ ფაკულტეტის საბჭოს დადგენილებაში წერია, რომ სტუდენტი არ უნდა მივიდეს სანდლებით და შლოპანცებით.

“არ უნდა მოვიდეს შორტებით, სანდლებით და შლოპანცებით. დიპლომის დაცვაზე, მგონი, ცოტა უხერხულია. მითითებულია, რომ შორტები არ ეცვას. სატანისტური სამოსით რომ გამოცხადდეს, არც ეს იქნება სასურველი”, – ამბობს ალექსიძე.

ალექსიძის თქმით, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებაა და სახელმწიფო კომისიაა, ცოტა ნორმების დაცვაა საჭირო და ოდნავ პრინციპულობის გამოჩენა განსჯის საგანი არ უნდა გახდეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც დილლომის დაცვაზე, რომელიც ქარვასლაში – თბილისის ისტორიის მუზეუმში, გაიმართა, ორი პიროვენბა ტრუსებით არის. როგორც ვიდეოს ავტორები ამბობენ მათ სამხატვრო აკადემიის რექტორის, გიორგი გუგუშვილის თხოვნა ერთ-ერთი სტუდენტისადმი, რომ მოკლე შარვალი გამოეცვალა, გააპროტესტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი