სამართალი

Qartli.ge: ქართველ ჯარისკაცს ამერიკელი მასწავლებლის გაუპატიურების მცდელობისთვის ასამართლებენ

6 ივნისი, 2012 • • 1759
Qartli.ge: ქართველ ჯარისკაცს ამერიკელი მასწავლებლის გაუპატიურების მცდელობისთვის ასამართლებენ

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულ ჯარისკაცს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  ჯარისკაცის ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს.

 

,,რადგანაც ჯარისკაცმა ამერიკელ პედაგოგს გაუკუღმართებულ სქესობრივ აქტზე[ადვოკატი გულისხმობს ორალურს სექსს] უარი უთხრა, მოხალისე პედაგოგმა მას პოლიციაში უჩივლა.” – ამბობს ადვოკატი. 22 წლის ახალგაზრდის გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ შინდისში ასობით ხელმოწერა შეგროვდა, დადებითი დახასიათება დაწერეს შინდისისა და ვარიანის საჯარო სკოლების პედაგოგებმა. ისინი თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2012 წლის 31 იანვარს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კანზასიდან პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოვიდა დანიელა პ. და ის გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ინგლისური ენის პედაგოგად გაანაწილეს. დაიქირავა ადგილობრივი მცხოვრების მარიამ შოშიაშვილის სახლის ოთახი, სადაც 2012 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

 

2012 წლის 26 აპრილს, დანიელა პ. მეგობართან ერთად, რომელიც ასევე მოხალისე მასწავლებელია ერთ-ერთ სოფელში, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,გრილ-ბარში” შევიდა. იქ მათ სამი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდათ.

 

დანილა პ. -ს ჩვენების მიხედვით, ბარიდან წასვლის შემდეგ ის ტაქსით წავიდა სახლისკენ, თუმცა, სანამ ტაქსი დაიძვრებოდა ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ამჟამად დაკავებულია, მანქანაში უნებართვოდ ჩაჯდა, შემდეგ ტაქსისტს მანქანა უცნობ ადგილზე გააჩერებინა, გოგო ძალით გადაათრია მანქანიდან, სახლში შეიყვანა და მისი გაუპატიურება დააპირა, თუმცა, საბოლოოდ გარეთ გამოუშვა.

 

დანიელა პ. აცხადებს, რომ მან ამ დროს მიიღო როგორც მორალური, ისე ფიზიკური ზიანი, რის გამოც ჩივილი გადაწყვიტა.

მასალა სრულად იხილეთ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი