ეკონომიკა

მესამე კვარტალში საპრივატიზაციო გეგმა 251%-ის გადაჭარბებით შესრულდა

1 ნოემბერი, 2010 • • 1330
მესამე კვარტალში საპრივატიზაციო გეგმა 251%-ის გადაჭარბებით შესრულდა

პრივატიზაციის საკითხებში პრეს-სპიკერის, გიორგი კალანდაძის ინფორმაციით, 2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საპრივატიზაციო გეგმა 251 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა.

პრივატიზაციიდან დაგეგმილი 23 მილიონი ლარის ნაცვლად, მესამე კვარტალში 57 მილიონ 840 ათასი ლარი შემოვიდა.

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე თვეს, 29 ოქტომბრის ჩათვლით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში 25-ზე მეტი ობიექტი გაიყიდა, საერთო თანხამ კი 7 მილიონ 38 ათას 711 ლარი შეადგინა.

ამასთან, სამინისტროში 29 ოქტომბერს მორიგი საპრივატიზაციო აუქციონი ჩატარდა, რომელზეც 285 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტად ლარში ქალაქ რუსთავში შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი გაიყიდა. აუქციონზე გამოტანილი ქონება შპს “რუსმეტალმა” შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი