ხელოვნება

გიორგი სიგუას თქმით, ანაკლიაში არა “კაზანტიპი”, არამედ “გამარჯობა” ჩატარდება

2 ივნისი, 2014 • • 2018
გიორგი სიგუას თქმით, ანაკლიაში არა “კაზანტიპი”, არამედ “გამარჯობა” ჩატარდება

“კაზანტიპი ფესტივალი არ არის, დავიღალე ამის გამეორებით, რომ არ არის ეს ფესტივალი, ძალიან შეცდომით ხმარობენ. კაზანტიპი არის კონცხი ყირიმის ნახევარკუნძულზე, გეოგრაფიული ადგილი.”

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “კაზანტიპის” ვებ-გვერდზე რამდენიმე კვირაა დევს ინფორმაცია, რომ ფესტივალი ტარდება ანაკლიაში 20-30 აგვისტოს.  


სიგუა ამბობს, რომ 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ჩატარდება პროექტი – “გამარჯობა”.

კითხვაზე, არის თუ არა “გამარჯობა” პროექტ “კაზანტიპის” ანალოგი, სიგუა პასუხობს, რომ ვერ იქნება, ვინაიდან კაზანტიპის ფესტივალი არ არსებობს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “კაზანტიპი” (kaZantip) უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე 1992 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი