ახალი ამბები

ლუბა ელიაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მეცხრე არხისგან დისტანცირებას ცდილობს

13 დეკემბერი, 2012 • • 1911
ლუბა ელიაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მეცხრე არხისგან დისტანცირებას ცდილობს

 

 

 

ლუბა ელიაშვილი
ლუბა ელიაშვილი

ეს კომენტარი მეცხრე არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლუბა ელიაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “არგუმენტებში” გააკეთა.

 

“არასამთავრობო სექტორი, ჟურნალისტები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ უხერხულია, როცა პრემიერმინისტრის ცოლს აქვს ტელევიზია, თუმცა ამას კანონი არ კრძალავს. ეს ადამიანი ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს, ამბობს, რომ გავაკეთებ დისტანცირებასო და ეძებს გზებს” – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

 

მისი თქმით, ის, რომ ქალბატონი ეკა ხვედელიძე ფლობდა მეცხრე არხის საკონტროლო პაკეტს, არ იყო დამალული: “ეს ადამინები კონტაქტზეც მოდიოდნენ. მაგალითად, “ლიბერალს” აქვს კონტრაქტი მეცხრე არხთან. როგორც კი გახდა ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრი, დაისვა საკითხი, რომ ტელევიზიის ფლობა უხერხულია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი