ახალი ამბები

“ნაციონალების” პარტიული სიის სათავეში ისევ ბაქრაძე იქნება

20 აგვისტო, 2012 • 1257
“ნაციონალების” პარტიული სიის სათავეში ისევ ბაქრაძე იქნება

ბაქრაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოექცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის სათავეში. მაშინ მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 59.4%-ით გაიმარჯვა არჩევნებში, ხოლო თავად დავით ბაქრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

 

ჩიორა თაქთაქიშვილმა დღესვე განაცხადა, რომ მმართველი პარტია არჩევნების შემდეგაც ვანო მერაბიშვილს განიხილავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელისუფლებო პარტიის მთავარი ოპონენტის – კოალიცია “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება. რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, ეს საკითხი “ქართულ ოცნებაში” ამ დრომდე არ გაუხმაურებიათ.

 

პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიები 1 სექტმბრისთვის უნდა წარადგინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი