ტექნოლოგიები

ტოიოტამ 1.7 მილიონი ავტომობილი გაიწვია

26 იანვარი, 2011 • • 1123
ტოიოტამ 1.7 მილიონი ავტომობილი გაიწვია

ტოიოტამ მსოფლიო მასშტაბით 1.7 მილიონი ავტომობილი გაიწვია. მიზეზი საწვავის ავზის დეფექტია, რამაც შესაძლოა საწვავის გაჟონვა გამოიწვიოს. 1.2 მილიონი ავტომობილი იაპონიიდან არის გაწვეული, იაპონიის ფარგლებს გარეთ კი-421 ათასი. პრობლემები შეეხო დიდ ბრიტანეთში გაყიდულ  Avensis-სა და Lexus-ის ათასობით მოდელსაც. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ტოიტას თბილისის ოფისს. ტოიოტას ცენტრში განგვიცხადეს, რომ მათ დეფექტური ავტომობილების გაწვევის შესახებ იაპონიიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ და მსგავსი მოდელები საქართველოში არ გაყიდულა.   

პრობლემები აღმოაჩნდა ტოიოტასა და ლექსუსის 2006, 2007 და 2008 წლის მოდელებს. მათ შორის არის 2009 წლს გამოშვებული რამდენიმე მოდელი. იაპონიაში ავტომწარმოებელმა 140-მდე პრეტენზია მიიღო, რაც საწვავის ავზის ძრავთან დამაკავშირებელი მილიდან საწვავის გაჟონვას ეხებოდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ამ ხარვეზმა გამოიწვია თუ არა უბედური შემთხვევა.

ეს ფაქტი იაპონური ავტოგიგანტის მიერ გაყიდულ ავტომობილებში ხარვეზის აღმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო 18 თვის მანძილზე ტოიოტამ სხვადასხვა მიზეზის გამო მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონი ავტომობილი გაიწვია. 

ფოტო: toyota.com
ფოტო: toyota.com

მასალების გადაბეჭდვის წესი