როდის გამოვა გაყიდვაში Sony PlayStation 4

როგორც კომპანიაში აცხადებენ ,პროდუქტის შეძენის სურვილი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მათივე განცხადებით, საშობაო არდადეგებისთვის Sony PlayStation 4  32 ქვეყანაში გაიყიდება.

 

ამასთან, Sony–ს კონკურენტ კომპანია Microsoft-ში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში მათი პროდუქტი  Xbox One ფასდაკლებით გაიყიდება. თუმცა იგეგმება ფასდაკლება Sony-ს პროდუქტ  PlayStation Vita–ზეც.