ტექნოლოგიები

მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენები 2012 წელს

29 დეკემბერი, 2012 • • 1283
მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენები 2012 წელს

1. პირდაპირი ეთერი სტრატოსფეროდან და კოსმოსიდან

პირდაპირი ეთერი Nasa-ს მართვის ცენტრიდან
პირდაპირი ეთერი Nasa-ს მართვის ცენტრიდან

2012 წლის 5 აგვისტოს მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვლას ინტერნეტში პირდაპირ ტრანსლაციას
Nasa-ს ლაბორატორიიდან, საიდანაც აკონტროლებდნენ მარსზე მარსმავალ Curiosity Rover-ის დაშვებას. Curiosity Rover–მა უნდა შეისწავლოს მარსის ზედაპირი და იქ არსებული გარემო.

 

მილიონობით ინტერნეტ მომხმარებლის ყურადღება ასევე მიმართული იყო სტრატოსფეროსკენ,  საიდანაც 14 ოქტომბერს საჰაერო ბურთითა და სპეციალური კაფსულით ასული ფელიქს ბაუმგარტნერი 39 კმ. სიმაღლიდან გადმოხტა. მისი ვარდნის სიჩქარემ ბგერის სიჩქარეს გადააჭარბა და დედამიწის ზედაპირზე 4 წუთსა და 19 წამში პარაშუტით დაეშვა.  

 

2. ბრძოლა ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ
5. მილიარდიანი კომპენსაცია

2012 წელს აშშ–ში ყველაზე მასშტაბური დავა გაიმართა Apple–სა და Samsung–ს შორის.  Apple–მა კონკურენტს უჩივლა ახალი თაობის სმარტფონებში გამოყენებული ტექნოლოგიის მოპარვის გამო. აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ Samsung–მა დაარღვია  Apple–ის საავტორო უფლებები,  რის გამოც სამართალდამრღვევს მომჩივანის სასარგებლოდ დაეკისრა 1 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა.

 


6. Instagram–ის ბუმი

ფოტოებზე სხვადასხვა ეფექტების დასადები და გასავრცელებლი აპლიკაცია 2 წლის წინ შეიქმნა, თუმცა ბოლო დრომდე მას მხოლოდ რამდენიმე მილიონი ადამიანი იყენებდა. მას შემდეგ, რაც Instagram მიმდინარე წელს Facebook–მა შიძინა 1 მილიარდ აშშ დოლარად, აპლიკაციის მომხამრებლების ზრდა რეკორდული სისწრაფით დაიწყო და 2012 წლის სექტემბრისთვის 100 მილიონ მომხმარებელს მიაღწია.

 

7. მარისა მეიერი Yahoo–ს სათავეში

მარისა მეიერი
მარისა მეიერი

2012 წელს Yahoo–ს აღმასრულებელი დირექოტრის პოსტზე ორსული მარისა მეიერის დანიშვნას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც ექსპერტებში, ისე კომპანიის მომხარებლებში. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ქალი, რომელიც დედობისთვის ემზადებოდა, ვერ შეძლებდა კრიზისის დაძლევას და კომპანიის აღმასვლისთვის ხელშეწყობას. თუმცა მარისა მეიერმა მითქმა–მოთქმა მალევე ჩააცხრო, მან ახალი ენერგია შემატა Yahoo–ს და კომპანიამაც დაიწყო აღმასვლა. შესაბამისად, 4 აშშ დოლარით გაიზარდა ბაზარზე მისი 1 აქციის ღირებულება.

8. სიახლეები Facebook–ის ირგვლივ

ცუკერბერგის ქორწილი
ცუკერბერგის ქორწილი

2012 წლის მაისში Facebook–ის აქციები პირველად გავიდა ბირჟაზე გასაყიდად. კომპანია შეფასდა 106 მილიარდ აშშ დოლარად,
მისი ერთი აქციის ღირებულება კი საკამოდ ძვირი – 38 აშშ დოლარი იყო. თავდაპირველი ბუმის მიუხედავად, Facebook–ის აქციების ფასმა კლება დაიწყო და სექტემბერში 18 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაიწყო გაძვირება.

 

2012 წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ Facebook–ის მომხმარებელთა რაოდენობამ პირევლად გადააჭარბა 1 მილიარდს, ასევე, დაქორწინდა კომპანიის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.

 

9. მილიარდიანი ნახვა Youtube–ზე

Youtube–ის ისტორიაში პირველად პორტალზე ატვირთული ერთი კონკრეტული ვიდეორგოლის ნახვამ გადააჭარბა 1 მილიარდ ნახვას და ეს არის სამხრეთ კორეელი მომღერლის Psy-ის კლიპი Gangnam Style. 2012 წლის ბოლოსთვის პორტალზე ყველაზე რეიტინგული ვიდეოების სამეული ასე გამოიყურება: 1. PSY – GANGNAM STYLE ; 2.  Justin Bieber –Baby 3. Jennifer Lopez-On the floor.

 


10. ტაბლეტების ბუმი

 2012 წელი წარმატებული გამოდგა მცირე ზომის ტაბლეტების მწარმოებლებისთვის. კერძოდ, მომხარებელთა განსაკუთრბეული მოწონება დაიმსახურა Google Nexus 7-მა, Amazon kindle fire HD-მ, ასევე Galaxy-ის სერიის ტაბლეტებმა, სმარტფონებმა და  iPad mini–მ. გარდა მოსახერხებელი, კომპატური ზომისა, აღნიშნულმა ტაბლეტებმა მომხარებელი დაბალი ფასითაც მოხიბლა – მათი ღირებულება 200–დან 500 აშშ დოლარმდე მერყეობდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი