სმარტფონის აპლიკაციით მანქანის მართვა იქნება შესაძლებელი

ახალ ტექნოლოგიაზე მომუშავე ერთ-ერთმა მეცნიერებმა განაცხადა:


„როდესაც მანქანაში ჩაჯდებით, ტელეფონს წინ მოათავსებთ ისე, რომ კამერა გზას უყურებდეს. ამ დროს მანქანის გარშემო არსებული ყველა სენსორი „სმარტფონის“ აპლიკაციას დაუკავშირდება და მანქანა დაიძვრება“.


ავსტრალიელმა მეცნიერებმა უკვე შექმნეს რეალური მანქანის პროტოტიპი, რომელსაც სპეციალური კომპიუტერი, რადარული სისტემა და სენსორები აქვს, რომლებიც ტელეფონთან ერთად მუშაობენ.