ახალი ტაბლეტი რომლის სახელია Surface – იმავეს იწონის რასაც iPad-ი, ხოლო ზომაში მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. Surface – ის ეკრანის ზომა 10.6-დიუმია და მისი გამოყენება ფილმების საყურებლადაცაა შესაძლებელი. მოწყობილობა Windows 8 -ის ოპერატიული სისტემით მუშაობს.
როგორც Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბალმერმა განაცხადა, ტაბლეტი Microsoft-ის ხანგრძლივი გამოცდილების პროდუქტია, ისეთივე როგორც კომპიუტერული მაუსი.
”ჩვენი სურვილი იყო Windows 8 -ის, თვის მისი საკუთარი ინოვაციური კომპიუტერული მოწყობილობა შეგვექმნა და ეს არის ტაბლეტი” – განაცხადა სტივენ ბალმერმა.
Microsoft -ის გადაწყვეტილება შეემნა საკუთარი ტაბლეტი, არის იმის დემონსტრირება რომ კომპანიამ გაიაზრა, ბაზრის ახალ მოთხოვნები, მისი პოლიტიკაა არ იყოს მიჯაჭვული მხოლოდ კიმპიუტერების ბიზნესზე.
მიუხედავად იმისა, რომ Microsoft – ი უკვე რამდენიმე წელია ახალ პროდუქტებს ქმნის ისეთი როგოცაა Xbox video თამაშები, Zune-ს მუსიკალუი პლეიერი და კომპიუტერული კლავიატურებია, Microsoft მაინც მოიაზრება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია.