პლანშეტი ოპერაციული სისტემა ანდროიდ 4.0-ითაა აღჭურვილი, დახვეწილი ვიზუალი აქვს და სულ რაღაც 380 გრამს იწონის.

ის აღჭურვილია მიკროფონით, კამერით, გააჩნია 1 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 4 გბ-იანი ფლეშის ტიპის ჩაშენებული მეხსიერება.

აღსანიშნავია, რომ პლანშეტში ჩაწერილია ყველა საჭირო პროგრამა და უამრავი თამაში, მას აქვს Wi-Fi სისტემაც.

მწარმოებლებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ბავშვები დაცული ყოფილიყვნენ არასასურველი ინფორმაციის მოპოვებისგან ინტერნეტის საშუალებით, ამიტომ Child Pad-ს სპეციალური დამცავი სისტემა Mobile Parental Filter დაუყენეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *