მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა

ცუკერბერგის ქორწინება

ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 19 მაისს, შაბათ საღამოს, დაქორწინდა თავის დდი ხნის გელფრენდზე.

 

ქორწილის ცერემონია კალიფორნიაში, ცუკერბერგის სახლში გაიმართა, სადაც 100 მოწვეული სტუმარი ასევე აღნიშნავდა ცუკერბერგის ცოლის, პრისკილა ჩანის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებას. 

 

ცუკერბერგმა თავისი ფეისბუქის გვერდზე უკვე განაცხადა დაქორწინების შესახებ და ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც 20 მაისის დილისთვის უკვე 400 ათასამდე ადამიანს მოსწონს.