გილაური ფეისბუქზე დასმულ შეკითხვებს ყოველი თვის 20 რიცხვში უპასუხებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ნიკა გილაური Facebook გვერდზე Inbox–ში დასმულ შეკითხვებს ყოველი თვის 20 რიცხვში უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება.

დაგროვილ შეკითხვებზე პასუხს ნიკა გილაური ვიდეოფორმატში გასცემს.

“პრემიერი პირადად გაეცნობა თქვენს შეკითხვებს, მოსაზრებებსა და შენიშვნებს, გთხოვთ, იაქტიუროთ და მოგვწეროთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ–მინისტრი ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გააქტიურდა, რამდენიმე დღის წინ ის ბლოგერებსაც შეხვდა.