იმისათვის, რომ ხარვეზები გამოსწორდეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდება ბმული, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შესვლა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში რუკაზე დაფიქსირება, რის შემდეგაც ინფორმაცია საჯარო რეესტრს მიეწოდება. დამუშავების შემდეგ მონაცემები პერიოდულად გადაეგზავნება google maps–ს, რისი საშუალებითაც უზუსტობები მთლიანად აღმოიფხვრება და საიტზე ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია განთავსდება.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ google–ს საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები გაუგზავნა, საქართველოს რუკა google maps-ის საძიებო სისტემაში დღეს განთავსდა.
ამავე თემაზე:
საქართველო თეთრი ლაქა აღარ არის