ჭრიკიშვილმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო

81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩის ძლევით დაიწყო. მან მეტოქე ვაზარით დაამარცხა.   მომდევნო წრეში ქართველი ფალავანი ამერიკელ ტრევის სტევენსს შეხვდება. ავთანდილ ჭრიკიშვილი

ქართველი ოლიმპიელები ჯილდოს მიიღებენ, მაგრამ არა – 1.2 მილიონს

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. სამინისტროს ცნობით, მედიასაშუალებებში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქროს მედალოსან ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სახელმწიფო 1 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარით დააჯილდოვებს.

ქართველი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება

ერთეულთა თანრიგში ქალ ჩოგბურთელთა შორის ქართველი ანა ტატიშვილის მეტოქე მე-16 ნომრად განთესილი რუსი ნადია პეტროვა იქნება, რომელმაც  ჩინელი ცზიე ჟენი 2 სეტში: 6/4; 7/6 დაამარცხა.   პირველ წრეში ლიხტენშტაინელი შტეფანი ფოგტის ძლევით ანამ 55 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ტატიშვილი-პეტროვას შეხვედრა ხვალ, 31 ივლისს გაიმართება.   

ბათუმელმა მთამსვლელებმა ”კაჩკარი” დაიპყრეს

ბათუმის მთასვლელთა კლუბი ლაზეთის ქედის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა. 

ოლიმპიელები აჭარიდან ლონდონისთვის ემზადებიან

27 ივლისს ლონდონი საიუბილეო, XXX ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ქართველი ოლიმპიელები უკვე დასკვნით საწვრთნელ შეკრებებს გადიან, რომელთა დასრულების შემდეგ გეზს ნისლიანი ალბიონისაკენ აიღებენ. ქართველ ოლიმპიელებს შორის არიან სპორტსმენები აჭარიდან. 

გოდერძი მახარაძის ორი ახალი რეკორდი

გინესის მსოფლიო რეკორდსმენმა გოდერძი მახარაძემ 8 ივლისს ბათუმში ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ცალ ფეხზე დგომით (მონაცვლეობით) და ბურთის თავით კენწვლით საკუთარი შედეგი (1070 აკენწვლა 8:32 წუთში) გააუმჯობესა და 7:32 წუთში ბურთი 1200-ჯერ აკენწლა. რაც შეეხება მეორე რეკორდს, მახარაძემ 100-მეტრიანი დისტანცია უკუსვლითა და ბურთის თავით კენწვლით 58 წამში დაფარა, რაც ასევე  მსოფლიო რეკორდია. აღსანიშნავია, რომ …

ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში უნგრელი გოგონების გამარჯვებით დასრულდა [photo]

გუშინ , 8 ივლისს ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი პლაჟის ხელბურთში ახალგაზრდებს შორის. გოგონებში ჩემპიონობა უნგრეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში თურქეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი რუსეთის ნაკრები გავიდა. ვაჟთა შორის ჩემპიონის ტიტული რუსებმა მოიპოვეს, ფინალში მათ თურქებს სძლიეს, მესამე ადგილზე კი უნგრელი ხელბურთელები გავიდნენ. რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებს, ორივე …

6 მედალი ქალ მოჭადრაკეებს

საქართველოს დელეგაციამ ევროპის  საჭადრაკო ჩემპიონატზე (8-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში), 240 ქართველი მოჭადრაკიდან, 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, მედლების მიხედვით, საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი, მესამეზე კი რუსეთი. ექვსივე მედალი გოგონებმა მოიპოვეს. ჩემპიონატი ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა. ყველა ასაკობრივ ჯგუფში (სულ ექვსი) ჩემპიონებს და ვიცე ჩემპიონებს საჩუქრად …

საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ყავს

დღეს სასტუმრო ,,სიმპათიაში” ტყვიის სროლის ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – გიორგი უდესიანი იყრიდა კენჭს. ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ანუ 29 დელეგატმა ფედერაციის პრეზიდენტად 4 წლის ვადით გიორგი უდესიანი აირჩია. არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი უდესიანმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ვარკეთილში ახალი სპორტკომპლექსის აშენებას გეგმავს, სადაც სპორტსმენები სროლის სხვადასხვა სახეობაში …

ნაკრების მეორე ფრე

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ითამაშა ფრედ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე – 7 სექტემბერს საქართველო–ისრაელის მატჩი ეროვნულ სტადიონზე 0:0 დასრულდა.

ქეცბაია ისევ დაუმარცხებელია

3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა.

ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის „აღსარება“

2005-2008 წლების საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დათო ბედინაძე, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ საჭიდაო ხალიჩაზე აღარ გამოჩენილა. მას სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ორწლიანი გაუჩინარების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ჩემპიონი „ბათუმელებს“ ესაუბრა.

Exit mobile version