2018 წლის იანვარ-მარტში ქართულ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 839 612 მგზავრი გადაიყვანეს. ეს რაოდენობა 36%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს (621 240 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2018 წლის იანვარ-მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724 024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (528 …

ქუთაისის აეროპორტში ბომბის გაუვნებელყოფის მიზნით პრაქტიკული სწავლება გაიმართა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საჰაერო ხომალდზე, სწავლების სახით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყოფეს. პრაქტიკული სწავლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველების ჯგუფმა, თვითმფრინავის ბორტზე გამართეს.  მსგავსი სახის სწავლება საქართველოში თვითმფრინავის ბორტზე არასდროს განხორციელებულა. სცენარის მიხედვით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების სამი სახის …

31 მარტიდან “ვიზეარი” ვროცლავი-ქუთაისის ავიარეისს იწყებს

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Wizz air” ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე. 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება – რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა. 17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია …

Ryanair საქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს – ეკონომიკის სამინისტრო

“ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან მიღწეული მოლაპარაკებებისა და კომპანიის მიერ ავიაპარკის შევსების შემდეგ იქნება მიღებული”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთი ალექსიძე აცხადებს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე მიმდინარეობს. „Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე …

ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი შეფერხდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი, (W66409) მემინგენი – ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით. აეროპორტის ცნობით, რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა, რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი – ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში. მგზავრის თქმით, მათ ჯერ კიდევ არ იციან, როდის დაინიშნება …

ავიაკომპანია „სკატი“ ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენას იწყებს

ავიაკომპანია „სკატი“  აქტაუ – ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენას იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით 8 ივნისს, 11 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო  „წყალტუბო პლაზაში“  პრესკონფერენცია გაიმართება. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს. ავიაკომპანია „სკატი“ არის ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი …

ქუთაისის აეროპორტი ამინდის გაუარესერების გამო შეფერხებით მუშაობს

დღეს, 20 დეკემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამინდის გაუარესების გამო შეფერხებით მუშაობს. ქუთაისის აეროპორტში განგვიცხადეს, რომ ცუდი ხილვადობისა და დიდთოვლობის გამო ფრენები არის შეფერხებული. 12:00 საათის მდგომარეობით, სალონიკისა და კიევის მიმართულებით რეისის მგზავრები ბორტზე იმყოფებიან და ელოდებიან, როდის შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ფრენისთვის. ასევე გადადებულია ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენა 21:00 საათამდე, ხოლო ვარშავის რეისი – 22:00 საათამდე.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტი გაფართოვდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფართოებაა გათვალისწინებული. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, დაახლოებით 270 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. “გარკვეული თანხებია გათვალისწინებული ქუთაისში აეროპორტის გაფართოებისთვის, ვინაიდან მგზავრთა ნაკადი მაღალია და ტერმინალი აღარ არის საკმარისი. ცხადია, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა.” მისივე თქმით,  ძირითადი პრიორიტეტი იქნება …

RYANAIR-ის კომერციულმა დირექტორმა ქუთაისის აეროპორტი დაათვალიერა

18 თებერვალს ავიაკომპანია RYANAIR კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიენმა და ავიაკომპანიის ტექნიკურმა ჯგუფთმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობს გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომერციულმა დირექტორმა დაათვალიერა აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა, ხოლო ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე შეაფასა აეროპორტის ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკა; ასევე, განხილეს აეროპორტის ოპერირების …

კვირიკაშვილი: ქუთაისის აეროპორტში “ვიზეარის” ბაზის განთავსება 200 სამუშაო ადგილს შექმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკავილი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში “ვიზეარის” ბაზის შექმნით, ქუთაისსა და თბილისში 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება. “კარგი ამბავი არის ის, რომ „ვიზეარმა” გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო …

ავიაკომპანია Wizz Air რეგიონში პირველ ბაზას ქუთაისის აეროპორტში გახსნის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრულ ავიაკომპანია ვიზეარს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2016 წელს ავიაკომპანია ვიზეარის ბაზა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სასახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება. რომელიც რეგიონში ვიზეარის პირველი ბაზა იქნება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი მუდმივად …

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ღამით  დაგეგმილი რეისები არ შესრულდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ისევ ფერხდება უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო. ფრენების გადადების  გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ვიზეარისა“ და „არკიას“  ადმინისტრაციამ უამინდობის გამო მიიღო. ფრენები თბილისის დროით 21:00,  06:15  და  11:45  საათებში უნდა  შესრულებულიყო. არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია …

Exit mobile version