ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში მთელი რიგი ხარვეზებია და მათი მთავარი რეკომენდაცია არის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც ამ ხარვეზებს გამოასწორებს. ომბუდსმენმა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით 2015 წლის 11 თებერვალს მიმართა, თუმცა მე-8 …

მეჭიაური “არა ფობიას!” ეხმაურება: ზოგიერთი არასამთავრობო სხვადასხვა ეთნოსის დაპირისპირებას ცდილობს

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური “არა ფობიას!” განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოქალაქეების დაპირისპირებას ცდილობს. “ეს არის უკვე მცდელობა ზოგიერთი არასამთავრობოსი, რომლებიც შეიმჩნევიან სხვადასხვა არც თუ ისე ქვეყნის სასარგებლო ინტერესების გატარებაში, იქაც კი, სადაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, ცდილობენ მოახდინონ დაპირისპირება სხვადახვა ეროვნების თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ასევე, …

თვითმხილველის თქმით, პოლიციამ უცხოელზე ძალადობაზე რეაგირება არ მოახდინა

“ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” აცხადებს, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე Bergmann-ის მიერ შავკანიანი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ გამოძახებულმა პოლიციამ თავად ჩაიდინა სქენოფობიური ქმედება.

IPN: ირანის საელჩო წულუკიანის განცხადებას ირანელებზე “გაუაზრებელს” უწოდებს

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, საქართველოში ირანის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება “არაკვალიფიციური და გაუაზრებელია”.

ერაყელი სტუდენტების შეურაცხყოფის ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერაყელი სტუდენტების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ცემის ფაქტზე, დაიწყო.

ქსენოფობია – სელექციური ტურიზმის მიზეზი

საქართველოს ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების გზა ინვესტიციების ზრდასა და ტურიზმის განვითარებაზე გადის. ბათუმიც ერთ-ერთი ტურისტული ქალაქია, რომლის მთავარი ხიბლი კულტურულ მრავალფეროვნებაშია. ქალაქი, რომლის მაჯისცემას ტურიზმი განსაზღვრას, ხშირად აწყდება ქსენოფობიის დილემას. რა წარმოდგენები აქვთ უცხოელების კულტურულ ჩვევებზე მასპინძლებს და კვებავს თუ არა ამ წარმოდგენებს სიძულვილის ენა?

13 არასამთავრობო ფობიის წინააღმდეგ გაერთიანდა

ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პლატფორმა “არა ფობიას” დაარსეს, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებული შიშების – ჰომოფობიის, არმენოფობიის, ქსენოფობიისა და მათ ცალკეულ გამოვლინებას შეეწინააღმდეგება.

“გადაიხადეთ და შემოხვალთ”

თბილისში, ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში გახსნილი ირანულ–თურქულ–აზერბაიჯანული კლუბების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეთნიკური და გენდერული ნიშნით საქართველოს მოქალაქეებს დაწესებულებაში არ უშვებენ.

Exit mobile version