საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილისის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა ევროპის კვირეულის ფარგლებში, სადაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მას უთხრა, რომ მოსაზრება დაეფიქსირებინა ერთი და იმავე სქესის ადამიანებისთვის ქორწინების უფლების მინიჭების საკითხზე. “ქართველი ადამიანი არ აღიარებს არასოდეს, რომ მის სახელმწიფოში ერთსქესიანი ქორწინება დასაშვები იყოს. ვიცი, რომ ევროპულ ქვეყნებში მისაღებია”, – განაცხადა აღნიშნულმა მოსწავლემ. გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, …
Tag Archives: ქორწინების თანასწორობა
ნინო გოგუაძე ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრას მხარს არ უჭერს
ნინო გოგუაძე “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციიდან ერთადერთია, ვინც ქორწინების თაობაზე მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირებას მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად ლიდერების განცხადებისა, რომ ფრაქციისა და პარტიისთვის ქორწინება ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია, გოგუაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატი ამბობს, რომ ქორწინება ადმინისტრაციული კოდექსით მკაფიოდ არის განსაზღვრული, როგორც ქალისა და კაცის კავშირი და კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება …
Continue reading “ნინო გოგუაძე ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრას მხარს არ უჭერს”
ცესკომ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებაზე სარეფერენდუმო შეკითხვა დაარეგისტრირა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრია სარეფერენდუმო შეკითხვა- „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“. ცესკოს განმარტებით, სამი თვის ვადაში ინიციატორებმა უნდა შეაგროვონ არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერა, რის შემდეგაც ცესკო ერთი თვის ვადაში იმსჯელებს საკითხზე დ შემდეგ პრეზიდენტს გაუგზავნის განსახილველად, რომელიც მოიწონებს, ან არ მოიწონებს ამ ინიციატივას. ინიციატორები არიან ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა …
გია ვოლსკი ქორწინების საკონსტიტუციო ცვლილებაზე რეფერენდუმს არ გამორიცხავს
თუ პარლამენტი ქორწინების თაობაზე ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონის პროექტს არ დაამტკიცებს, “ქართული ოცნება” საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გია ვოლსკიმ განუცხადა: “თუ საკმარისი ხმები არ მოგროვდება, რეფერენდუმზე უნდა დადგეს საკითხი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, საჭირო არის,თუ არა ამ დამატების შეტანა კონსტიტუციაში, რათა კონსტიტუცია და სამოქალაქო კოდექსი შესაბამისობაში იყოს,”- ამბობს ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, გია ვოლსკი. …
Continue reading “გია ვოლსკი ქორწინების საკონსტიტუციო ცვლილებაზე რეფერენდუმს არ გამორიცხავს”
ქორწინების შესახებ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის სახალხო განხილვის განრიგი
პარლამენტმა “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების განრიგის სამუშაო ვარიანტი გაასაჯაროვა. 25 მარტი, 16:00 სთ. – თელავი; 28 მარტი, 17:00 სთ. – რუსთავი; 31 მარტი, 15:00 სთ. – ზუგდიდი; 2 აპრილი, 13:00 სთ. – ბათუმი; 2 აპრილი, 15:00 სთ. – ოზურგეთი; 5 აპრილი, 14:00 …
Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, შეაჩეროს კანონპროექტი ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების აკრძალვაზე
“ამნესთი ინთერნეიშენალი” საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ორგანიზაციის აზრით, ეს სამომავლოდ ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინების აკრძალვის საფრთხეს ზრდის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელი ცვლილება კონსტიტუციაში დისკრიმინაციულია LGBTI თემის მიმართ და მათ უფლებას ართმევს, გაიზიარონ სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა სოციალური უფლება და სიკეთე. …
პარლამენტმა საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შექმნა
პარლამენტმა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, ქორწინების თაობაზე ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიაში წარმოდგენილი არ არიან “რესპუბლიკელები”, რომლებიც ინიცირების წინააღმდეგი იყვნენ, კომისიაში არც “ნაცონალურ მოზრაობაში” შემავალი ფრაქციებია წარმოდგენილი. ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირებული დოკუმენტის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 11 წევრისგან შედგება. ესენი არიან: 1.მანანა კობახიძე …
2016 წლის არჩევნები ჰომოფობიური დღის წესრიგით? – ინტერვიუ ნათია გვიანიშვილთან
ქმნის თუ არა საფრთხეებს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი ქორწინების მხარეების განსაზღვრების შესახებ ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა ჰომოფობიით გაჟღენილ 2016 წლის საარჩევნო კამპანიას? – ნეტგაზეთის შეკითხვებს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის (WISG) დირექტორი ნათია გვიანიშვილი პასუხობს. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არის საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელიც მოიცავს როგორც საპარლამენტო, ასევე საჯარო …
Continue reading “2016 წლის არჩევნები ჰომოფობიური დღის წესრიგით? – ინტერვიუ ნათია გვიანიშვილთან”
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი 80 დეპუტატიდან ერთის ხელმოწერის ნამდვილობა დაუდასტურებელია
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2016 წლის 15 მარტს გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო კანონის პროექტზე პარლამენტის წევრების ხელმოწერის ნამდვილობა განიხილა. კომიტეტის დასკვნის თანახმად, კანონპროექტის ინიცირების ხელმომწერი 80 დეპუტატიდან 79-ის ნამდვილობა დადასტურდა: ” ქალბატონი გუგული მაღრაძე, რომლის სახელითაც არის ხელმოწერა გაკეთებული, საქართველოში არ იმყოფება. მასთან დაკავშირება ვერ შევძელით, მას თავად არ დაუდასტურებია, რომ ხელმოწერა მას …
პარლამენტის ბიურომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი დაარეგისტრირა
დღეს, 14 მარტს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის მიზანი “კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის უფრო მკაფიო ფორმულირებაა.” ინიციატივის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.” “არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით, რაც ნათლად …
Continue reading “პარლამენტის ბიურომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი დაარეგისტრირა”
წულუკიანი: დიახ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ქალსა და კაცს შორის ერთობაა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა. “ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ, დიახ, ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში წყვილებს ვაქორწინებთ, კიდევ უფრო გამყარდეს. გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლაც დგას …
ჩიქოვანის თქმით, თავისუფალი დემოკრატები ქორწინების განსაზღვრების საკონსტიტუციო ინიციატივას მხარს დაუჭერენ
პარლამენტში თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მათი ფრაქცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ინიციატივას კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ. “ჩვენ მხარს დავუჭერთ აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ ეს საკითხი პარლამენტში განიხილება. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ჩვენი ხმები არ ეყოფა, მაგრამ ჩვენი ხმები ამ ცვლილებას ექნება”, – განაცხადა ჩიქოვანმა. კოალიცია “ქართული ოცნება” აპირებს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, …
გივი თარგამაძე ქორწინების საკონსტიტუციო ინიციატივაზე: ეს ყურით მოთრეული საკითხია
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცს შორის კავშირია, ყურით მოთერეული თემაა. თარგამაძის კომენტარს ამ საკითხზე რუსთავი 2 და იმედი ავრცელებენ. “ხელისუფლება ვერ გამოდის ამ სახიფათო წრიდან, როდესაც რადიკალური ჯგუფების გრძნობებზე თამაშით და სიძულვილის გაღვივებით ცდილობს თავის წარუმატებლობის დაბალანსებას. ეს [ქორწინების] საკითხი სამოქალაქო კოდექსში ერთმნიშვნელოვნად არის ფორმულირებული. აქედან …
Continue reading “გივი თარგამაძე ქორწინების საკონსტიტუციო ინიციატივაზე: ეს ყურით მოთრეული საკითხია”
უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა
”რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია, პოლიტიკურ შეცდომად თვლის. ამის შესახებ დავით უსუფაშვილის განცხადებას, მისი ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. ”იმ ადამიანების მესმის, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო ემსგავსება პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და რესპუბლიკური პარტია …
რესპუბლიკელები: კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დასაზუსტებელი არაფერია
რესპუბლიკური პატია აცხადებს, რომ დღეს, 7 მარტს, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მხარს არ დაუჭერს კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განიმარტება. “რესპუბლიკური პარტია სრულიად ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია და ამ საკითხში ცვლილების შეტანას, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, არავინ და არაფერი გვავალდებულებს. ქორწინების …
Continue reading “რესპუბლიკელები: კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით დასაზუსტებელი არაფერია”
უსუფაშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტიისთვის ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირის, განსაზღვრებაზე “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ პარტიას” განსხვავებული პოზიციები აქვთ: “რესპუბლიკური პარტიის პოზიცია იყო და რჩება ის, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციით, სხვა კანონებით საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობითი კავშირი. არანაირი კანონი და არანაირი ნორმა იძლევა სხვაგვარი …
Continue reading “უსუფაშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტიისთვის ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”
რა შანსები აქვს ქორწინების განსაზღვრას კონსტიტუციაში
მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიზანიც კონსტიცუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაა? “ნეტგაზეთი” საპარლამენტო ფრაქციების პოზიციით დაინტერესდა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ინიციატივა, რომელზეც ბოლო დროს ფარქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა, მანამდე კი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გულისხმობს კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირად განსაზღვრას. ამჟამად არსებულ რედაქციაში ეს დაკონკრეტებული არ …
Continue reading “რა შანსები აქვს ქორწინების განსაზღვრას კონსტიტუციაში”
ვოლსკი: კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ ქორწინება კაცს და ქალს შორის კავშირია
“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობს, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. “კონსტიტუციაში მცირეოდენ დამატებას გავაკეთებთ, რათა ამ თემაზე აღარ იყოს დებატები. ორგანული კანონის განმარტებას ქორწინების თაობაზე, კონსტიტუციაშიც ჩავწერთ. გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ კონსტიტუციის ამ ნაწილში კონკრეტიკის დეფიციტით …
ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ემიჯნებიან
ლგბტ ორგანიზაციები [ლგბტ საქართველო, WISG – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, იდენტობა, ლგბტქი ასოციაცია – თემიდა] ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ემიჯნებიან. მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა, მისი განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს. “ამ საკითხის სენსიტიურობიდან და ლგბტ თემისთვის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გვსურს, ფართო …