ხალვაში: დვალს და აქიმიძეს რ2-ის 40% შევთავაზე, ბედნიერება ვერ შევატყვე

ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს რუსთავი 2-ის წილის 40% შესთავაზა, რაც ამ უკანასკნელებმა არ მიიღეს. ხალვაშის თქმით, დვალმა და აქიმიძემ მას უთხრეს, რომ ამ წინადადებას არ იღებენ და სხვა შეთავაზებას დაელოდებიან. “გაკეთდა შეთავაზება, რომ ყოფილიყვნენ  პარტნიორები, რ2-ის 40% [შევთავაზე], ბედნიერება ვერ შევატყვე”, – განაცხადა ხალვაშმა. “დვალი და აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, …

დვალი/აქიმიძე ხალვაშის შეხვედრა კვლავ გადაიდო

დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და ქიბარ ხალვაშის შეხვედრა კვლავ გადაიდო. როგორც ნეტგაზეთს დვალმა უთხრა, შეხვედრა ხვალ უნდა გაიმართოს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა შაბათს ან კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. გასულ კვირას უკვე შედგა ერთი შეხვედრა დვალი/აქიმიძესა და რ2-ის დირექტორ პაატა სალიას შორის. შეხვედრას, დვალის თქმით, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მისივე თქმით, პაატა სალიას არ გააჩნია ინფორმაცია …

დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშს დღეს შეხვდებიან

რ2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დღეს შეხვდებიან. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დავით დვალმა დაუდასტურა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა შაბათს ან კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. გასულ კვირას უკვე შედგა ერთი შეხვედრა დვალი/აქიმიძესა და რ2-ის დირექტორ პაატა სალიას შორის. შეხვედრას, დვალის თქმით, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მისივე თქმით, პაატა სალიას არ გააჩნია ინფორმაცია …

დვალი-აქიმიძის წითელი ხაზი ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებაში

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშს მის და ჯარჯი აქიმიძის მიმართ რაიმე შეთავაზება ექნება, არსებობს ე.წ. წითელი ხაზი, რომლის მიღმაც ვერანაირ წინადადებას ვერ მიიღებენ. ასეთ დათქმად დვალი ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას ასახელებს და ამბობს, რომ დამფუძნებლები არანაირ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, თუ არ იარსებებს გარანტიები, რომ არხი თავისუფალი …

ყველაფერი, რაც რ2-ის საქმეზე უნდა იცოდეთ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა, თუმცა ტელეკომპანიისთვის დავა არ წყდება. „ნეტგაზეთმა“ შეაჯამა, ვინ რაზე დავობს ამ საქმეში, ვინ რას ამბობს საკვანძო ეპიზოდებზე და სად გამორიცხავს და სად ემთხვევა მათი ვერსიები ერთმანეთს.  ძირითადი მოთამაშეები „რუსთავი 2“-ის საქმეს ახლა ოთხი მნიშვნელოვანი უშუალო მოთამაშე ჰყავს: აწ უკვე ყოფილი მესაკუთრეები: ბიზნესმენი ძმები, გიორგი …

ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ზუსტად იციან, რაზეც შევთანხმდით

რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულები არიან, ხოლო მას თავისი დანაპირები არ დავიწყებია. კითხვაზე, საუბარია თუ არა დავით დვალისთვისა და ჯარჯი აქიმიძისთვის 40%-იან წილის დათმობაზე, ქიბარ ხალვაში პასუხობს, რომ – “არა”. თუმცა, მისივე განცხადებით, დვალმა და აქიმიძემ ზუსტად იციან, რაზეც მოილაპარაკეს. “ჩვენ გვქონდა …

რაში მჭირდება ბორდი, რამეში მომეხმარება? – ხალვაში რ2-ში საბჭოს შექმნის ინიციატივაზე

“რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?”, – ასე პასუხობს ქიბარ ხალვაში კითხვას, რატომ არ დათანხმდა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის ინიციატივას, რის თაობაზეც რ2-ის თანამშრომლებმა მიმართეს. “რა უნდა გამიკეთოს ბორდმა, სარედაქციო დამოუკიდებლობა ხომ მოგეცით”, – უთხრა ხალვაშმა რ2-ის ჟურნალიტს. დღეს ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა ხელმოწერის დასატოვებლად. სწორედ იქ გააკეთა მან აღნიშნული კომენტარი. ქიბარ ხალვაში და დირექტორი …

“ოქრუაშვილი რეგვენია!” – ხალვაშმა სამხარაულის ბიუროში ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა

დღეს, 24 ივლისს, რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა. ბიუროში ხალვაში მის ადვოკატთან და ტელეკომპანიის ახლად დანიშნულ დირექტორთან, პაატა სალიასთან ერთად მივიდა. ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილს “ბოლო კაცი”, “ნაძირალა” და “რეგვენი” უწოდა, რომელმაც  შეიძლება, “კეთილდღეობისთვის ყველაფერი იკისროს”: დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა. მისი …

ხალვაში: ყველამ მომილოცა, სამწუხაროდ, ივანიშვილმა – არა

რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ბიძინა ივანიშვილის არ მიულოცავს. “ყველამ მომილოცა, სამწუხაროდ, იმან [ივანიშვილმა]- არა,”, – ამბობს ხალვაში. კითხვაზე, რატომ არის  ეს მისთვის სამწუხარო ფაქტი, ხალვაში პასუხობს, რომ ყველამ, ვისაც მისი გამარჯვება გაუხარდა, მიულოცა და ჟურნალისტის მილოცვაც გაუხარდებოდა. ხალვაშის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. …

ხალვაშმა უნდა უზრუნველყოს რ2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა – კოალიცია

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ქიბარ ხალვაშს, უზრუნველყოს სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამასთან, კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიმდინარე პროცესების ფონზე, აუცილებლად უნდა დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებით, აქტიურად აკვირდებიან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. …

ხალვაშის უკან ვხედავ სახელისუფლებო მხარდაჭერას – უსუფაშვილი

“ქიბარ ხალვაშის უკან მე ვხედავ სახელისუფლებო გუნდის სრულიად აშკარა პოლიტიკურ თუ მორალურ თუ ყველანაირ მხარდაჭერას. ეს ყოველდღე ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მხრიდან სრულიად აშკარად გამოსჭვივის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პორტალ “კვირის” პრესკლუბში სტუმრობისას. მისი თქმით, ხალვაშის ინტერესს არასდროს წარმოადგენდა მედია, მას თავის დროზეც საკუთარი ინტერესის გარეშე გადაუფორმეს რუსთავი 2 და ისევ თავისუფალი ნების გარეშე წაართვეს. …

აქიმიძე რ2-ზე დავის სტრასბურგში გაგრძელებას არ გამორიცხავს

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის თქმით, მზადაა, ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დავით დვალთან ერთად სტრასბურგში განაგრძოს. ამის შესახებ მან TV პირველზე ისაუბრა. “ჩვენ პროკურატურაში 2012 წელს შევიტანეთ განცხადება და მოვითხოვეთ ამ საქმის გამოძიება. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე.  როგორც აღმოჩნდა, ამ გამოძიების ვადა გავიდა ისე, რომ საბოლოო ჯამში, ვერდიქტი ვერ დაიდო. …ჩვენ ჩვეულებრივად …

ქიბარ ხალვაშმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. როგორც ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა, პროკურატურას მიმართეს, რადგან ოქრუაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას: “მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატრას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა. შესაბამისად, დაველოდოთ …

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების შესრულებას – ხალვაში

“მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას,  დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას”, – რ2-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქიბარ ხალვაში საუბრობს მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. რ2-ის …

რ2-ს უცხოელი მედიამენეჯერი ეყოლება – ხალვაში

“რუსთავი 2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიას უცხოელი მედიამენეჯერი უხელმძღვანელებს. ხალვაშის განცხადებიდან ნათლად არ ჩანს, საუბრობს უცხოელ დირექტორზე და, შესაბამისად, პაატა სალიას შემცვლელზე, თუ საინფორმაციო სამსახურის უფროსზე ან პროდიუსერზე, რომელიც შინაარსზე იქნება პასუხისმგებელი. “რამდენიმე დღე გავიდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი  ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა, რომ სამართალი შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად …

ხალვაშს, დვალს და აქიმიძეს სტარსბურგის გადაწყვეტილებიდან სამი დღის შემდეგაც არ უსაუბრიათ

რუსთავი 2-ზე სტარსბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი დღე გავიდა, თუმცა არხის ამჟამინდელ სამართლებრივ მფლობელ ქიბარ ხალვაშს ამ დრომდე არ უსაუბრია  მის დამფუძნებლებთან დავით დვალთან და ჯარჯი აქმიძესთან.  2015 წელს ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ სასამართლოს მოგების შემდეგ არხის დირექტორად დავით დვალს დანიშნავდა, დვალს და აქიმიძეს კი ტელეკომპანიის 50 %-ს გადასცემდა.  18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე ხალვაშმა …

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მათი აზრით,   სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გარანტია იქნებოდა.  ამის შესახებ “ნეტგაზეთს” რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განუცხადა. “წერილობითი გარანტია,  რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, არ არსებობს და მით …

გასაკეთებელი ისევ ბევრია – ქიბარ ხალვაში

“გასაკეთებელი ისევ ბევრია ” – ესაა ქიბარ ხალვაშის კომენტარი “რუსთავი 2”-ზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის შემდეგაც ხალვაში ტელეკომპანიის 100%-ის მფლობელი გახდა.  ამ დრომდე ის მედიასთან არ გამოჩენილა და არ უპასუხია ჟურნალისტების კითხვებისთვის. 21 ივლისს კი ფეისბუკზე მან გამოაქვეყნა თავისი ძველი კომენტარი, “ნაციონალური მოძრაობის” ძველი მთავარი სლოგანის მოტივზე და პაატა სალიასთან ერთად გადაღებული ფოტო. საზოგადოებას …

ვისი იყო ფული? – ოქრუაშვილის რუსთავი 2-ის ყიდვაზე

დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ისევ გაიმეორა, რომ „რუსთავი 2“ ეკუთვნის მას და არა ქიბარ ხალვაშს – ამჟამინდელ ოფიციალურ მფლობელს. „შაბათის კურიერის“ წამყვანის, ნოდარ მელაძის კითხვაზე, „ვისი იყო ფული?“ – ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა: „ყოველთვის მქონდა გარკვეული ბერკეტები იმისთვის, რომ გარკვეული საქმისთვის და ეს არ იყო მარტო „რუსთავი 2“, ეს იყო …

ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის — დავით დვალი რ2-ის საქმეზე

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, რომელიც წლებია, ტელეკომპანიაში თავისი წილის დაბრუნებას ცდილობს, წერს, რომ მას არხის ახალი მენეჯმენტიდან არავინ დაკავშირებია. „უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის. ცოტა ადრეა ოღონდ. ჯერჯერობით მოკითხვაც არავის შემოუთვლია ჩვენთვის“, — დაწერა დვალმა ფეისბუკზე 20 ივლისს, დილის საათებში. 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტელევიზია გადაუფორმდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელიც არხს …

რ2-ის გამოსყიდვაში მაშინდელ ხელისუფლებას ივანიშვილი დაეხმარა – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გამოსყიდვის პროცესში 2000-იან წლებში „მაშინდელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა“. გოცირიძემ 19 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ყოველთვის ყველამ იცოდა, „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო და ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური, ფიქტიური მესაკუთრე იყო [ამას ოქრუაშვილი რამდენიმე წელია, საჯაროდ ამბობს, ხალვაში კი ინფორმაციას უარყოფს]. „რუსთავი …

ყველამ იცოდა, რომ რ2 ოქრუაშვილის იყო, იმ დროსაც იყო მედიასთან არასწორი პოლიტიკა – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყოველთვის ყველამ იცოდა, „რუსთავი 2“ ირაკლი ოქრუაშვილის იყო და ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური, ფიქტიური მესაკუთრე იყო [ამას ოქრუაშვილი რამდენიმე წელია, საჯაროდ ამბობს, ხალვაში კი ინფორმაციას უარყოფს]. გოცირიძე ასევე ამბობს, რომ „იმ დროშიც და ხელისუფლებაშიც იყო ხარვეზები და მედიასთან დაკავშირებით არასწორი პოლიტიკა, რომელმაც თავი დღეს …

რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას – პრემიერი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ივლისს გააკეთა. პრემიერის განცხადებით, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიღწეული მედიაპლურალიზმია: “ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი ამ უდიდეს მონაპოვარს განსაკუთრებით უფრთხილდება. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველაზე …

რ2 ჩემია, 80%-ს გადავცემ 10 მებრძოლ ჟურნალისტს და ისინი იდავებენ ხალვაშთან — ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივის „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მისაღებად, აცხადებს, რომ ტელეკომპანიის 80%-იანი წილზე უფლებებს არხის 10 ჟურნალისტს დაუთმობს, თუკი ისინი თანახმანი იქნებიან, და ისინი იდავებენ სასამართლოში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“-ის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც არხის მფლობელი 2004-2006 წლებშიც იყო. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი …

Exit mobile version