5 დეკემბერს, 20:00 საათზე, ხანუქას დღესასწაულზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით. ვახშმის მხარდამჭერები არიან ისრაელის ქნესეთი (პარლამენტი) და თბილისის მერია, შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს ჩაერიცხება. საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელისა და ქართული ბიზნესის, აგრეთვე, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. სპეციალურად ამ დღისთვის ისრაელიდან …
Tag Archives: ქველმოქმედება
ცუკერბერგის ფეისბუკის წილის 99%- ი სამყაროს გაუმჯობესებისთვის
ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი წერს, რომ მან და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა, მას შემდეგ, რაც მათ გოგონა მაქსი შეეძინათ, გადაწყვიტეს ფეისბუკის წილების 99%, რაც 45 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაჭრას მოახმარონ. ახალშობილი მაქსისთვის საჯაროდ მიწერილ წერილში, რომელიც facebook–ზე გამოაქვეყნა, ცუკერბერგი წერს, რომ მათი მიზანია, გააუმჯობესონ ადამიანთა შესაძლებლობები და თანასწორობის დამკვიდრებასა და ადამიანის …
Continue reading “ცუკერბერგის ფეისბუკის წილის 99%- ი სამყაროს გაუმჯობესებისთვის”
თამარ ივერის საქველმოქმედო კონცერტი 13 ივნისს დაზარალებულებისთვის
19 ნოემბერს, 19:30 საათზე თამარ ივერის საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება” შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო გალა-კონცერტს გამართავს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება საქველმოქმედო ფონდის მიერ შერჩეულ, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულ 5 ოჯახს, რომლებმაც მარჩენალი მშობლები დაკარგეს და ოჯახში მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი ბავშვები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
“ლუკას ფლი მარკეტი” – სტუდენტური ქველმოქმედება
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ლუკა დავიანტის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია “ლუკას ფლი მარკეტი” გაიმართა.
ქართველი მორაგბეები სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად [ვიდეო]
”ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ გვაქვს დიდი გული. ჩვენ დავამარცხებთ სიმსივნეს, სიკეთე გადამდებია,” — ბორჯღალოსნები საქართველოს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთნენ.
საერთაშორისო ფონდი “ნატვრის ხე” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ნინო სურგულაძის საერთაშორისო ფონდი “ნატვრის ხე” საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ კონცერტის მონაწილე ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებსა და ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
Tbilisi Hippo Fund – დაზარალებულთა დასახმარებლად ბრიტანეთის მოქალაქემ ფონდი შექმნა
თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად Tbilisi Hippo Fund შეიქმნა. “ნეტგაზეთი” ფონდს Facebook-ის საშუალებით დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მისი შექმნის იდეა ბრიტანელ ადრიან სკოფამს ეკუთვნის.
ფოტო და ვიდერეპორტაჟი “მსოფლიო რბენა ფრთები სიცოცხლისთვის” მარათონიდან
საქველმოქმედო აქცია “ფრთები სიცოცხლისთვის – მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტის გადასახვევთან 3 საათზე დაიწყო. მარათონში ქალთა შორის პირველ ადგილზე ჰოლანდიელი ლინდა ვან ლიეტი გავიდა, რომელმაც გასულ წელს ჰოლანდიის საქველმოქმედო მარათონში გაიმარჯვა. მან 32 კილომეტრის დაფარვა შეძლო. კაცებს შორის საქართველოდან ანატოლი ოლეინიკოვმა გაიმარჯვა, რომელმაც 57 კილომეტრს დაფარვა მოახერხა. ოლეინიკოვი ლოპოტის ტბის ჩასახვევთან გამართული შარშანდელი მსოფლიო რბენის გამარჯვებულია. მან გასულ წელს 52,56 კილომეტრი გაირბინა.
Wings for life World Run 2015 დასრულდა, გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
კახეთში საქველმოქმედო რბენა დასრულდა. ქალთა შორის პირველ ადგილზე ჰოლანდიელი ლინდა ვან ლიეტი გავიდა, რომელმაც გასულ წელს ჰოლანდიის საქველმოქმედო მარათონში გაიმარჯვა. მან 32 კილომეტრის დაფარვა შეძლო. კაცებს შორის საქართველოდან ანატოლი ოლეინიკოვმა გაიმარჯვა, რომელმაც 57 კილომეტრს დაფარვა მოახერხა.
ფრთები სიცოცხლისთვის – კახეთში მსოფლიო რბენა მიმდინარეობს
კახეთში, ლოპოტის ტბის ჩასახვევიდან Wings for Life World Run-მა სტარტი აიღო. საქველმოქმედო რბენაში ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას, მათ შორის პოლიტიკოსები, სხვადასხვა ორგანიზაციების, სპორტული კლუბების და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები.
განჯინა, გაიღე და მიიღე – კედელზე განთავსებული ერთმანეთზე ზრუნვის საჯარო სივრცე
თბილისში ახალი სივრცე გაჩნდა, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ნივთებს უცვლიან. “განჯინა- გაიღე და მიიღე” ასე ჰქვია ადგილს, რომელიც გრიბოედის #22-ში, სამხატვრო აკადემიის ფასადზე მდებარეობს.
საქველმოქმედო ფესტივალი „ხატადან ბოგირზე. საქართველო“
30 აგვისტოს ქალაქ ბათუმის სანაპიროზე გაიმართება მნიშვნელოვანი მოვლენა – საერთაშორისო საქველმოქმედო საოჯახო დასვენების ფესტივალი – „ხატადან (უკრაინული სახლი) ბოგირზე. საქართველო“. ამ დღესასწაულს უკვე რამდენიმე წელია მართავენ ადამიანები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან – „კარგი საქმე“ (დაარსებულია უკრაინაში), პროგრამების ფარგლებში „კულტურულ-ზნეობრივი ღირებულების აღორძიენება“ და „ჯანმრთელ სხეულში – ჯანმრთელი სულია“.
<!** Image 1 align="left" width="450" height="566" >
“წყლის გადასხმის აქციის” მეშვეობით უკვე 11500 ლარზე მეტი შეგროვდა
“წყლის გადასხმის აქციის” მეშვეობით wehelp– ის საქველმოქმედო ფონდში უკვე დაახლოებით 11500 ლარი შეგროვდა. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ნეტგაზეთს ფონდის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.