სოციალური მედიის დღე საქართველოში

 
30 მაისს მსოფლიო ”სოციალური მედიის დღეს” აღნიშნავს. სოციალური მედიის 150-მდე მომხმარებელმა ეს დღე საქართველოშიც აღნიშნა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-გვერდის მონაცემებით, 30 მაისს სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. საქართველოში სოციალური მედიის დღე პირველად ჩატარდა.

ვნებათაღელვა ქართულ კიბერსამყაროში

ერთი კვირის წინ ქართულ კიბერსივრცეში ახალი ფორუმი – www.forumge.ge – გაიხსნა. ის ძველი ფორუმის – www.forum.ge – იდენტურია. ახალი ფორუმის ავტორები აცხადებენ, რომ ინტელექტუალურ ფორუმს ქმნიან, რომელიც მომხმარებლებს პოლიტიკური ნიშნით არ შეზღუდავს. 

ბოლო ზარიდან გეი დღიურამდე

გასულ კვირას სკოლა გამახსენდა. იმიტომ არა, რომ სკოლა ოდესმე მიყვარდა და ნოსტალგიამ შემაწუხა. რამდენიმე ბლოგერმა სკოლა დაამთავრა და მათ ბლოგებზე ბოლო ზარის ფოტოები, ვიდეო რგოლები და სკოლაზე დაწერილი პოსტები გამოჩნდა. ყურადღებით წავიკითხე, მაინტერესებდა, რა შეიცვალა ჩემი „ბოლო ზარის“ შემდეგ და, ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა. მგონი ბევრი არც არაფერი შეცვლილა; ექსკურსიები, წარწერები თეთრ პერანგზე, უკბილო, გაცვეთილი ხუმრობა, გამოშვების საღამო და „ამის მერე იყო ბევრი ცეკვა, ტლინკაობა, სმა, არეულობა, დარეულობა. მოკლედ ყველაფერი.

ლიბერალები, მარქსისტები და სახლი ფიორდებთან

„კარგი რა, ჰანა, ხომ გაგაფრთხილე, ორჯერ გაგიმეორე, ქოლგა როგორ დაგრჩა სახლში?! დაგავიწყდა დაგავიწყდა, კარგი, მაგრამ გაჩერებიდან სახლამდე 2 კილომეტრი ფეხით რომ არ გაგევლო, არ შეგეძლო?“ – არა, განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ, „დედოფლის ბედნიერებისათვის მებრძოლი პაიკის ბლოგი“ დაბრუნდა განახლებული პოსტებით საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ. მაგრამ რა დროს ეგ არის, ის კი არა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ბლოგერის, დოდკას ბლოგის  გააქტიურებაც კი არ ყოფილა გასული დღეების  მთავარი ამბავი.

მერობის ახალი კანდიდატები და 2012

„მზე გამოვიდა. აჭიკჭიკდნენ მერობის კანდიდატები და ხალხს ენთუზიაზმი შეეპარა. გოგოებმა გამოაჩინეს კანჭები, ბიჭებს – შავ მაისურებში დასცხათ. თვითმკვლელებმა სუიციდი წვიმიანი დღისთვის გადადეს, ხეები სხვანაირად შრიალებენ, მანქანები მხიარული ჭყლოპინით გვესალმებიან. მოკლედ, ჟრიამულია და გულავი (?)  და, აბა, რატომ, თუ მიხვდებით?

დღეს თბილისის ცას ემსახურება გიგი უგულავა, რომელმაც თავი, ამჯერად,  მზის ამპლუაში მოსინჯა.“

რვა ქალი და „სწერვა“ ტურაშვილი

ბლოგების კითხვა ძალიან სასარგებლოა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ადამიანების, მათი ცხოვრების, სურვილებისა და შესაძლებლობების შესახებ კითხულობ. გარდა ამისა, უამრავ საჭირო ინფორმაციას იღებ. მაგალითად…

პაკო რაბანის გოგოები და გაყინული თევზის მოხრჩობის რამდენიმე ხერხი

“გასულ კვირას ბლოგების მიმოხილვა ცუდი ინტერნეტის გამო ვერ დავწერე. მთელი კვირა დაძაბული იყო, ბლოგებისთვის დრო ცოტა მქონდა, კვირის ბოლოს კი რაღაც ჯანდაბად გრიპი ავიკიდე, თუმცა ლექსების გამოფენაზე მაინც წავედი, სადაც ორი ყოფილი შეყვარებული ვნახე, მაგრამ თავს გადასარევად ვგრძნობდი. დათო ტურაშვილი ჩავწერე, რომელმაც მითხრა, „ბათუმელები“ ყველაზე კარგი გაზეთიაო და ჩემი დიდი ხნის ოცნებაც გაახმიანა: „რა მაგარი იქნება ბათუმში ჯიპები კი არა ველოსიპედები დადიოდნენო“  – აი, დაახლოებით ასე გამოიყურება ერთი ჩვეულებრივი პოსტი ჩვეულებრივი პირადი ბლოგიდან.  რა, არ არის საინტერესო?

ეროტიკული საკითხავი მარციპანის კურდღლებით, ანუ, Mrs. ჩაილდ, მოვდივარ!

დიდი ხუთშაბათის საღამოს, ბლოგების ტრადიციულ შემოვლაზე, ნამდვილ სენსაციას წავაწყდი. 18 წლის ბლოგერი წერდა, რომ გამომცემლობა „ასომთავარმა“ მისი პირველი, ეროტიკული წიგნი ERO – ვნება გამოსცა. სასინჯი ეგზემპლარები ჟურნალისტებმა დაიტაცესო და „24 საათიც“ დაიმოწმა: „ქართულ კულტურულ საზოგადოებას ნამდვილად მოელის შოკი. 18 წლის ავტორისგან შეუძლებელია ასეთ თამამ ექსპერიმენტს ელოდე. წიგნი სავსეა ეროტიკული სცენებით…

დედამიწის ერთი საათი, გეგას კალამი და ონლაინ შოფინგის პირველი გაკვეთილი

რაზე წერენ ქართველი ბლოგერები კვირიდან კვირამდე? ბლოგების ყოველკვირეული მიმოხილვის იდეა ერთი კვირის წინ გაჩნდა. მას შემდეგ ქართულ ბლოგებს ცოტა უფრო კრიტიკულად ვათვალიერებ, მაგრამ ყველაზე გესლიანი კრიტიკოსებიც დამეთანხმებიან ალბათ – ქართული ბლოგოსფერო გაცილებით უფრო შემოქმედებითი, მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მთელი ქართული ბეჭდური და სატელევიზიო მედია ერთად აღებული.

Exit mobile version