სამნიძე: რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაში ბევრი ქალი იქნება

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ფრაქციის გაფართოებული სამდივნოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პარტიის საარჩევნო სიის “წინა ხაზი” ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. “ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ზოგადად, საარჩევნოდ პარტიის მზადებაზე. ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს და ყველა იმ კითხვაზე, რაც არსებობს საზოგადოებაში, რაც აინტერესებთ ჟურნალისტებს და ჩვენს ამომრჩეველს, ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ. …

გენდერული კვოტირება პარლამენტის თაროზე

მარტში ერთი წელი გავიდა, რაც საინიციატივო ჯგუფმა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად საპარლამენტო გენდერული კვოტირების ადვოკატირების კამპანია დაიწყო, თუმცა პროცესი წინ ვერ მიდის. ქალთა მოძრაობაში ფიქრობენ, რომ პარლამენტი კანონპროექტის “თაროზე შემოდების რეჟიმში” მოქმედებს და დეპუტატების გამოსაფხიზლებლად ახალ კამპანიას, ასევე აქციას აანონსებენ.   გაჭიანურებული გენდერული კვოტირება “კვოტირების თემაზე ინტენსიური განხილვები არ დაწყებულა, რადგან კოალიციაში შემავალ ჯგუფებში სხვადასხვა …

„პოლიტიკაSHE”

2016 წლის თებერვალში ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ოქსფამი საქართველო“ მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით გენდერული კვოტების მხარდასაჭერი კამპანია, სახელწოდებით პოლიტიკაSHE დააანონსა.  კამპანიის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისა და გენდერული კვეოტების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კამპანიის ფარგლებში გაიმართება დისკუსიები თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში. დისკუსიების დროს საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივ სტუდენტებს, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს …

Exit mobile version