ლარის რყევები არსებობის 20 წლის მანძილზე

ბოლო ოთხი თვის მანძილზე ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 47 თეთრით გაუფასურდა, თუმცა ეს ნიშნული (1USD=2.19771GEL) დაახლოებით 25 თეთრით ჩამორჩება 1999 წლის მაჩვენებელს, როცა ლარის არსებობის 20 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაქსიმალური ზღვარი დაფიქსირდა, გაცვლითი კურსით 1USD=2.45GEL.

ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 19 თებერვალს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ბოლი 4 თვის განმავლობაში სებ-მა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია მეოთხედ განახორციელა. 

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარი 2,14 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ)  მიერ დღეს, 17:00 დადგენილი კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2.1472 ნიშნულზეა.  

საქართველოში ფულადი გადმორიცხვები 23,3% -ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.5 მლნ აშშ დოლარი (146.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

IFC -იმ პირველი ქართული ობლიგაცია “ივერია” გამოუშვა

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოში 30 მილიონი ლარის ღირებულების (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) ობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა. 

ლარის გაუფასურებით ბანკებმა ერთ თვეში 23 მლნ ლარის მოგება მიიღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში, კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებით (ვალუტის ყიდვა-გაყიდვით) 23 მლნ 192 ათასი ლარის მოგება მიიღეს.

ეროვნული ბანკის მორიგი 40 მილიონიანი ინტერვენცია ლარის გასამყარებლად

დღეს, 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ერობნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.0240 შეადგინა.

გაძვირდება თუ არა სესხები ლარში?

საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს მონეტარული კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც სესხების რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, კომერციულ ბანკებს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გადახედვა მოუწევთ. 

ლარის გაუფასურების შედეგად გაძვირებული სურსათი და მედიკამენტები

აშშ დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრად გაუფასურების შედეგად საქართველოში მედიკამენტები, სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა. ჯერ უცნობია თებერვლის მონაცემები, როცა პროდუქტი იანვართან შედარებით კიდევ უფრო გაძვირდა. სასურსათო მაღაზიებში საუბრობენ, რომ ლარის გაუფასურების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, პრუდუქტი 1 მარტიდან კიდევ უფრო გაძვირდება.

სებ: აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2.03 ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 17:00 საათზე დადგენილი სავალტო კურსით აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2.0307 ნიშნულზეა.   

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას დღეიდან გაამკაცრებს

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ  30 იანვარს მიიღო. 

აშშ დოლარის ფასმა სავალუტო ჯიხურებში 2 ლარს გადააჭარბა

სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 24 იანვარს 2.020- 2.025 ლარად იყიდება. 

აშშ დოლარის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვა 1,99 – 2,00 ლარად არის შესაძლებალი. 

ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით ლარი აშშ დოლართან კიდევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი სავალუტო კურსით, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. 

კომერციულ ბანკებში აშშ დოლარი 2 ლარი ღირს

22 იანვრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში 2,00 ლარის ნიშნულზეა. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვა 1,97-1,98 ლარად არის შესაძლებელი. 

1 აშშ დოლარის ფასი 2 ლარს უახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 1,9539 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2,2605 ნიშნულზეა. 

ლარი აშშ დოლართან 0.0521 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17 დეკემბერს 17:00 დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის მიმართ ლარი 1.9114 ნიშნულზე, ხოლო 1 ევროსთან 2.3791 ნიშნულზეა. 

ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან ლარი 1.8593 ნიშნულზე, ხოლო 1 ევროსთან მიმართებაში 2.3225 ნიშნულზეა.

რუსეთის დუმაში რუბლის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ

რუსეთის  სახელმწიფო დუმაში დეპუტატები ფიქრობენ, რომ რუბლის ჩანაცვლება სხვა ვალუტით უნდა მოხდეს. ტელეკომპანია “მირს” ამ საკითხზე კომენტარი დუმის უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა ანატოლი ვიბორნიმ მისცა. 

ხადური: დოლარის კურსის გამყარებამ პროდუქტები არ გააძვირა

“ლარის კურსი არის პიკზე და იმედი მაქვს მომავალ კვირას ვარდნა შეჩერდება და კურსი დაბლა დაიწევს” – ეს განცახდება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. 

ლარის გაუფასურების მიუხედავად, ეროვნული ბანკი “დაგეგმილზე მეტ” ინფლაციას არ ელის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზეც აისახება, “დაგეგმილზე უფრო მეტი ინფლაციური ზეწოლა მოსალოდნელი არ არის”. ქადაგიძემ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ განცხადების გასამყარებლად ორი არგუმენტი მოიყვანა:

ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 1.89 –დან 1,95 ლარის ნიშნულზე ავიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 დეკემბერს, 17:00 საათზე დადგენილი სავალუტო კურსით აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1.9527 ნიშნულზეა, ევრო – 2.4118 ნიშნულზე.  

“მთავრობა მუშაობს არაეფექტურად და ეს ახდენს გავლენას ლარის კურსზე”

რატომ უფასურდება ლარი? რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში? რა შეცდომა დაუშვა მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე? – ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” სდასუ–ს პროფესორს ფინანსების მიმართულებით გოჩა თუთბერიძეს ესაუბრა:

Exit mobile version