თბილისში საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზღვრები გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევს, რომელიც საბოლოოდ, მოქალაქეების კეთილდღეობაზე დიდ და ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს. აქციის ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად ქვეყანაში შედარებით წყნარი ეპიდსიტუაციისა, მთავრობას საზღვრების გახსნა არ უნდა. ეს კი ნიშნავს, რომ ათასობით თანამოქალაქე სამსახურისა და შესაბამისად, შემოსავლის წყაროს გარეშე რჩება. …

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები, კარანტინის გარეშე შეძლებენ ფრენას

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა დაასახელა, სადაც საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარან ტინის გავლა სავალდებულო არ იქნება. პარალელურად, არც ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს მოუწევთ საქართველოში 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ვიზიტორების მიღება უსაფრთხო და, შესაბამისად, დაშვებული იქნება. თუმცა, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სია შეიძლება …

შვეიცარია საქართველოს საზღვარს 20 ივლისიდან გაუხსნის

შვეიცარიის კონფედერაცია ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნებად მიჩნეულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, 20 ივლისიდან საზღვარს გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ The local და Schengenvisainfo ავრცელებენ. თუმცა შვეიცარია არ აპირებს საზღვრები გახსნას სერბეთთან, რომელიც ასევე უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული. ამასთან ერთად, შეიძლება კვლავ დახუროს საზღვარი ჩინეთთან, რომელიც ჯერჯერობით არ აძლევს საშუალებას შვეიცარიის მოქალაქეებს, მის ტერიტორიაზე შევიდნენ. „20 ივლისს …

ვინ (არ) უხსნის საზღვარს საქართველოს

2020 წლის 30 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებთანაც, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხო იქნება საზღვრების გახსნა. საუბარია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სიაზე. თუმცა სია, რომელიც ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა, გაერთიანების წევრებს საზღვრის გახსნას არ ავალდებულებს —ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია, მათივე განცხადებით, იურიდიულად სავალადებულო არაა და რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლები ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები არიან. ამგვარად, …

რეგულარული ფრენების აღდგენა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე გადაიწევს – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ვარაუდობს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენას საქართველოს მთავრობა ივლისის ბოლომდე გადაავადებს. ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის მიმართულებით შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად სახელმწიფო ევროკავშირის პოზიციასაც ელის. “დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული [ფრენები], საკმაოდ რეგულარულად, დღესაც ხორციელდება, …

Turkish Airlaines-მა შესაძლოა ივნისიდან თბილისში ფრენები განაახლოს

Turkish Airlaines-მა საერთაშორისო ფრენები, მათ შორის, თბილისის მიმართულებით, შესაძლოა, ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს. გიორგი ჯანჯღავას თქმით, საუბარია თურქეთიდან 22 ქალაქის მიმართულებით ფრენების განახლებაზე, რომელთა შორის თბილისიც მოხვდა. ქვეყნები, სადაც ავიაკომპანია ფრენების განახლებას გეგმავს ამ თარიღიდან, არის: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სინგაპუური, ისრაელი, დანია, ნორვეგია, ავსტრია ჰოლანდია, ბელგია, …

თებერვალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 25%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში – 625,236 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500,687 მგზავრი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, თებერვალში მგზავრების ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც …

“რაინიარი” 1 მგზავრზე 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდა – მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი აცხადებს, რომ “რაინიარი” 2013 წელს თითო მგზავრზე 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ირლანდიური ავიაკომპანიას კონტრაქტი არ გაუფორმა. რატომ არ მოეწერა კონტრაქტს ხელი “რაინიართან” 2013 წელს? დღევანდელ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ირლანდიულ ავიკომპანიასთან ჩაშლილ მოლაპარაკებებზე …

საეჭვო დრონის გამო ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა რეისები შეაჩერა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლონდონის ყველაზე დატვირთულ აეროპორტთან დრონის ფრენა შენიშნა. “ვაცხადებთ, რომ დრონი თვალთვალს ახორციელებს ჰიტროუს აეროპორტზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ შევაჩერეთ გამგზავრებები, სანამ პოლიციასთან ერთად საქმის ვითარებას ვიძიებთ”, – განაცხადა ჰითროუს აეროპორტის პრესსპიკერმა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც …

My Way Airlines თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენების შესრულებას იწყებს

28 ოქტომბრიდან My Way Airlines თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენების შესრულებას იწყებს. ტავ ჯორჯიას ინფორმაციით, რეისები კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტებით, ბოლო 7 თვეში, მგზავრების რეკორდულმა რაოდენობამ ისარგებლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებთ ჯამში 2,719,920 მგზავრმა ისარგებლა, რაც 28%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2,130,469 მგზავრი). ივლისის თვეში მგზავრების ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429,088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით …

ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს  ტაქსებით მოემსახუროს. ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის დოკუმენტის თანახმად, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის არაექსკლუზიურ უფლებას გასცემს. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახუროს და აკმაყოფილებს შპს …

ვირუსმა ზიანი მიაყენა მონაცემთა ბაზებს – კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ 2 მაისს მის სერვერზე კიბერთავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სააგენტოს მონაცემთა ბაზები დაზიანდა. “კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს”, – წერია სააგენტოს განცხადებაში. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. …

ბაქო-თბილისი-ბაქოს ფრენებს დაბალბიუჯეტიანი „Buta Airways” განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 1 სექტემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების, “აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) ნაცვლად ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი „Buta Airways” შეასრულებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე „Buta Airways” შესრულებს. “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, …

საქართველო ტუნისს შეუზღუდავ სამგზავრო და სატვირთო ფრენებზე შეუთანხმდა

დღეს, 21 ივლისს, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შედეგად, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, საქართველოსა და ტუნისის ავიაკომპანიებს საშუალება მიეცათ, მხარეთა ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის შეასრულონ რეგულარული და ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ნებისმიერი სიხშირით, შეზღუდვების გარეშე. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ტუნისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესრულებასთან დაკავშირებული …

ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე რეისი შეფერხდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი, (W66409) მემინგენი – ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით. აეროპორტის ცნობით, რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა, რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი – ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში. მგზავრის თქმით, მათ ჯერ კიდევ არ იციან, როდის დაინიშნება …

“აირზენას” თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში საფრენი ბილიკიდან გადავიდა და მიწაში ჩაეფლო

გუშინ, 16 აპრილს თბილისი-მოსკოვის რეისზე “აირზენას” თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში საფრენი ბილიკიდან გადავიდა და ბორბლით მიწაში ჩაეფლო. “აირზენამ” დღეს, 17 აპრილს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მიმდინარეობს შემოწმება თუ რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. “მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისათვის არ წარმოადგენდა. …

„Georgian Airways“ ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways“ ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თბილისი-ლონდონი  (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება. ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან  „ჯორჯიან ეარვეისი“ …

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ამ ეტაპზე “რაინეარი” საქართველოში არ შემოდის

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “რაინეარის” საქართველოში ამ ეტაპზე შემოსვლასთან დაკავშირებით. „ავიაკომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს“ – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და უახლოეს მომავალში Ryanair …

ივნისიდან ბეირუთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები იწყება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ლიბანის მიმართულებით, თბილისი-ბეირუთი-თბილისის მიმართულებით, ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისს” ახალ მიმართულებაზე  ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიანიჭა. ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს “Georgian Airways” 13 და 17 აპრილს ორი ჩარტერული რეისით დაიწყებს, ივნისიდან კი ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ყოველ კვირას, …

ქუთაისის აეროპორტი ამინდის გაუარესერების გამო შეფერხებით მუშაობს

დღეს, 20 დეკემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამინდის გაუარესების გამო შეფერხებით მუშაობს. ქუთაისის აეროპორტში განგვიცხადეს, რომ ცუდი ხილვადობისა და დიდთოვლობის გამო ფრენები არის შეფერხებული. 12:00 საათის მდგომარეობით, სალონიკისა და კიევის მიმართულებით რეისის მგზავრები ბორტზე იმყოფებიან და ელოდებიან, როდის შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ფრენისთვის. ასევე გადადებულია ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენა 21:00 საათამდე, ხოლო ვარშავის რეისი – 22:00 საათამდე.

Exit mobile version