გიორგი აბდალაძე: 26 მაისის კადრებს შევეწირეთ

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება. მე ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი“, – წერს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც სამართალდამცავებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. აბდალაძის წერილი  დღეს გამოაქვეყნა  გაზეთმა „ალიამ“.

კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი 21-ე საუკუნეში ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრლდებით დაპატიმრების დროს

რატომ დააკავეს ფოტორეპორტიორები ღამის 3 საათზე? ნუთუ მდგომარეობა იმდენად გადაუდებელი ხასიათისა იყო, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა დღის განმავლობაში? კერძოდ, რაში მდგომარეობდა ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა? თუ ვითარება გამორიცხავდა მეორე დილამდე მოცდას, რატომ არ გაკეთდა ეს წინა საღამოს? გახსოვთ, რომელი რეჟიმების დროს აპატიმრებდნენ ხალხს უპირატესად ღამის საათებში? ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონით, პირის დაკავებისათვის აუცილებელია სასამართლოს …

გიორგი აბდალაძის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

“ალია ჰოლდინგმა” გამოაქვეყნა დაკავებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:   “ბატონო მიხეილ,   მეოთხე დღეა თქვენი უშუალო ბრძანებით პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენთაგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამისთვის …

EPA საქართველოს ხელისუფლებას მტკიცებულებებს გამოუგზავნის

EPA- ევროპის პრესფოტო სააგენტო, რომლისთვისაც  მუშაობდა ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, აცხადებს, რომ “დარწმუნებულია,  გამოძიებამ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა ფოტოგრაფების საუბარს გადარიცხვების შესახებ”.

ჟურნალისტების აქცია შსს-სთან

11 ივლისს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, გაიმართება ჟურნალისტების აქცია.

04:00: ფოტორეპორტიორებს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს

სამ ფოტორეპორტიორს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს  ჯაშუშობას.  დაკავებულების ადვოკატებმა “მოდულის” შენობა 04.00 საათზე დატოვეს.

დაკავებული ფოტოგრაფებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

დაკავებული ფოტოგრაფის გია აბდალაძის ჯანმრთელობა გაუარესდა. ამის თაობაზე ჟურნალისტებს აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მოდულის შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

საია სამართალდაცავებს მოუწოდებს გაასაჯაროოს ფოტოგრაფების საქმე

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმე სამინისტროს საკუთარი ინიციატივით გაასაჯაროს ფოტოგრაფების დაკავებაზე საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). აგრეთვე, საზოგადოებას, ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით, წარმოუდგინოს დამაჯერებელი არგუმენტები საქმისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავაშირებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს შინაგან საქმეთა სიმინისტროს მიერ 2011 წლის 7 ივლისს სისხლის …

ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქცია: 15.00

დღეს, ვაჟა ფშაველას გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან (ე.წ. მოდულის) 7 ივლისს დაკავებული ფოტორეპორტიორების მხადრასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სახალხო დამცველის განცხადება დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით

დაკავებულების განცხადებით, არც დაკავების დროს და არც დაკავების შემდეგ ადგილი არ ჰქონია მათ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას, იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიათ, ისინი დაკავების შემდეგ მოინახულა ექიმმა.

მანანა მანჯგალაძე დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ

” აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ფოტოგრაფების დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ინტერნეტ გამოცემა presa.ge-ს განუცხადა.

დაკავებული ფოტოგრაფების საქმე

<!** Image 2 >

თბილისში ოთხი ფოტოგრაფი დააპატიმრეს, რომელთაც შსს ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

EPA სააგენტო ქართველი რეპორტიორის დაკავებაზე

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს (EPA) სათაო ოფისში,  საქართველოში მათი ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის დაკავების თაობაზე ინფორმაცია “ნეტგაზეთისგან” შეიტყვეს.

შსს ფოტოგრაფების დაკავების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  …

ფოტოგრაფების დაკავება– განახლებადი რეჟიმი

ირაკლი და ნათია გედენიძეებმა არ იციან, რა ბრალს უყენებს მათ გამოძიება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მათმა ადვოკატმა მაია ხუციშვილმა აცნობა. გამოძიებას ისინი ამ დრომდე არ დაუკითხავს და არც ბრალი წაუყენებიათ ოფიციალურად.

Exit mobile version