Tag Archives: ფოტორეპორტიორების დაკავება
გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების სტენოგრამა [Video]
2002 წელს მე ვმუშაობდი გაზეთ «კვირის პალიტრაში» ფოტორეპორტიორად. ხშირად მიწევდა მივლინებებში გასვლა. ერთ–ერთი მივლინება იყო ერგნეთის ტერიტორიაზე, მე უნდა გამეკეთებინა რეპორტაჟი ერგნეთის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან კონტრაბანდის გადმოსვლასთან დაკავშირებით. შესვლისას მე და მძღოლი ვიმყოფებოდით, რომელსაც საკუთარი მანქანა ჰყავდა. დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ერგნეთის ტერიტორიაზე შესვლისას, ნეიტრალური ტერიტორია არის. იმ პერიოდში ეგრე იყო – ნეიტრალური ტერიტორია იყო …
Continue reading “გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების სტენოგრამა [Video]”
ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან[Video]
ადვოკატი: ქურციკიძემ დანაშაული აღიარა
დაკავებული ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი მიხეილ ღოღაძე აცხადებს, რომ ბრალდებულმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.
ცნობილი გახდება ახალი დეტალები ფოტორეპორტიორების საქმეზე
დღეს პროკურატურა ახალ ცნობებს გაავრცელებს ჯაშუშობის ბრალდებულ ფოტორეპორტიორების საქმეზე. ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ შაბათს განაცხადა.
პროკურატურამ ფოტორეპორტიორებზე განცხადება გაავრცელა
პროკურატურამ დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. “ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”,– ნათქვამია განცხადებაში. “გრძელდება ბრალდებულთა დაკითხვის პროცესიც. დღეს ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხა ბრალდებული გიორგი აბდალაძე. დაკითხვის შინაარსისა და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ორშაბათს მიიღებს”. შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია აბდალაძის აღიარებითი ჩვენების …
Continue reading “პროკურატურამ ფოტორეპორტიორებზე განცხადება გაავრცელა”
როგორ მისცა აღიარებითი ჩვენება აბდალაძემ
გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება სამი ვიდეოკამერით ჩაიწერეს– ამბობს დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.
19.00– 20.00 : ერთსაათიანი ეთერი ფოტორეპორტიორების დაკავებაზე
დღეს ერთსაათიანი საეთერო აქცია გაიმართება რამდენიმე ტელევიზიის და რადიოს ეთერში დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე. ორშაბათს კი აქცია ბეჭდურ მედიაში გადაინაცვლებს.
პრეზიდენტის სასახლესთან ფოტოგრაფთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ფოტორეპორტიორების საქმე მთლიანად „გრიფით“ საიდუმლოა
ფოტორეპორტიორების საქმე მთლიანადაა დახურული – განაცხადეს ადვოკატებმა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა 13 ივლისს მედიის წარმომადგენელებს უთხრა, რომ საქმის დოკუმენტების ნაწილზე, რომლებიც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, ადვოკატებს შეუძლიათ ისაუბრონ.
მერაბიშვილთან ჟურნალისტების სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა
“მე მქონდა განცდა, რომ ეს სამი საათი არ იყო საჭირო ამისთვის, რადგან რამდენი კითხვაც არ უნდა დაგვესვა, მხოლოდ ერთი და იგივეს გვიმტკიცებდა მინისტრი” – განაცხადა თამარ კორძაიამ.
სატელევიზო აქცია „კავკასიის“ ეთერში
სტვენით დაიწყო 12 ივლისის გადაცემა „ბარიერი“ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.
ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდება
13 ივლისს, 15.00 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებული ფოტორეპორტიორების საკითხზე “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” და “მედიის ადვოკატირების” კოალიციის წევრებს შეხვდება.
ბასის თქმით, მეტი ღიაობაა აუცილებელი ფოტოგრაფების საქმეზე
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით აშშ–ს ელჩს დღეს მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები შეხვდნენ: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ და “მედიაკლუბის” წარმომადგენელმა შორენა შავერდაშვილმა ჯონ ბასს იმ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაციას, რამაც მედიისა და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შემდეგ. ზვიად ქორიძის თქმით, ელჩმა განაცხადა, რომ აუცილებელია მეტი გამჭვირალობა, ღიაობა …
Continue reading “ბასის თქმით, მეტი ღიაობაა აუცილებელი ფოტოგრაფების საქმეზე”
თინათინ ხიდაშელმა დაკავებული ფოტორეპოტრიორების საქმეზე ისაუბრა
”რესპუბლიკური პარტია” ფოტორეპორტიორების დაკავებას დაკავშირებით ხელისუფლების მორიგ უპასუხისგებლო ქმედებებს უწოდებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა და საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესი დღითიდღე ამძიმებს დაკავებულთა მდგომარეობას და ამძაფრებს საზოგადოების უნდობლობას სახემწიფო ინსტიტუტების მიმართ. რამდენიმე დღეა პარტია უშედეგოდ მოელის რაიმე დასაბუთებული მასალის გამოქვეყნებას. ”დღევანდელი მდგომარეობით ფოტორეპორტიორების საქმე სახელისუფლებო ისტერიის მორიგი გამოვლინებაა. მივმართავთ ხელისუფლებას სამართლიანად …
Continue reading “თინათინ ხიდაშელმა დაკავებული ფოტორეპოტრიორების საქმეზე ისაუბრა”
ქურციკიძის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციისგან შექმნილი პრობლების ფაქტს ახმიანებს
ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორიორის ადვოკატს ნინო ანდრიაშვილს #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იმ ჩანაწერების გამოტანის საშუალება არ მისცეს, რომელიც მან გუშინ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრისა და საუბრის შედეგად გააკეთა.
ფოტორეპორტიორების საქმეზე შეხვედრა აშშ–ს საელჩოში გაიმართება
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით აშშ–ს ელჩს დღეს მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან. შეხვედრა საელჩოში 12 საათზე დაიწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული ფოტოგრაფის საქმესთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს 11 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა, ძირითადად, გიორგი აბდალაძის შესახებ დაუსვეს შეკითხვები, რომლებსაც, მინისტრის მოადგილის პასუხებთან ერთად, აქვე გთავაზობთ. გიორგი აბდალაძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მიწვეულ ფოტოგრაფად მუშაობდა, შსს–მ 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა: ტელეკომპანია „მაესტრო”: რამდენ ხანს და რა სტატუსით მუშაობდა დაკავებული ფოტოკორესპონდენტი გიორგი აბდალაძე საგარეო საქმეთა …
Continue reading “საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული ფოტოგრაფის საქმესთან დაკავშირებით”
ომბუდსმენი ფოტორეპორტიორების საქმეზე
“საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული პირები ფოტორეპორტიორები არიან, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ მოხდეს იმ დოკუმენტების საქმის სხვა მასალებისაგან გამიჯვნა, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას”, – აცხადებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
ფოტორეპორტაჟი: აქცია დაპატიმრებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად
ფოტოგრაფების საქმეზე ქარტიის საბჭო ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ.
გიორგი აბდალაძის მიმართვა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს
საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ–ს ელჩის შემდეგ, გიორგი აბდალაძის მიმართვის ადრესატები მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ჟურნალისტები არიან: “პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი დაკავებისას მედიასაშუალებებმა და ჟურნალისტებმა გამოხატეთ. მე ადვოკატებისა და რადიოს საშუალებით ვიგებ ამის შესახებ და ეს ბრძოლის ძალას მმატებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არ დავნებდები ამ უკანონობას! მივმართავ ყველა ფოტორეპორტიორს და …
Continue reading “გიორგი აბდალაძის მიმართვა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს”
აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში–ფოტოგრაფების დაკავება „მე ვარ ფოტოგრაფი“, „მოხსენით გრიფი – „საიდუმლო“ ფოტოგრაფების საქმეს“ – ამ ტრანსფარანტებით დღეს უშიშროების შენობასთან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ბათუმელმა ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ეს რიგით მეორე სოლიდარობის აქციაა, რომელიც ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად გაიმართა ბათუმში. „ჩვენ ვითხოვთ ვანო მერაბიშვილთან საჯარო შეხვედრას და გრიფი – „საიდუმლოს” …

