ახალი ბათუმი ფოტოობიექტივში

ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქუჩაზე, სადაც დღემდე დგას მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ბელგიის საკონსულოს შენობა, 26 მაისს ფოტოკონკურსის შემაჯამებელი გამოფენა – „ახალი ძველი ბათუმი“ გაიმართა. კონკურსი ყოველწლიურად იმართება და ორგანიზატორების განცხადებით, მისი მიზანია ბათუმი ერთი თვის  განმავლობაში  ფოტომოყვარულთა და პროფესიონალთა ობიექტივში მოექცეს. 

ომი თუ მშვიდობა?

ეს სურათები 2003 წლის 4 აპრილსაა გადაღებული ამერიკის საელჩოს წინ. ეს ხალხი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მხარს უჭერდა ამერიკის ომს ერაყში. მხარს უჭერდა მაშინ, როდესაც მსოფლიო საზოგადოება ამ ომს აპროტესტებდა.   ფოტო: იური მეჩითოვი ჩემს კითხვაზე, რატომ უჭერთ მხარს, ასეთი პასუხი იყო: ”რადგან ერაყი რუსეთის მოკავშირეა, ამ დარტყმით რუსეთი დასუსტდება და აფხაზეთი გახდება ჩვენი”(???!!!) ფოტო: …

ბევრი ფოტო, ბევრი სტუმარი და ღამის პრომენადი

14- 17 მაისს თბილისში ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air Photo Fest გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ასეთი მაშტაბური სახის პირველი ღონისძიებაა საქართველოში. ფესტივალი ევროპის სახლის ნათლობაცაა, რადგან ეს იქნება პირველი კულტურული პროგრამა, რომლითაც იგი გაიხსნება. ფესტივალის განხორციელებაში, თბილისის ფოტოგრაფიის სახლთან ერთად, არლის ფოტოგრაფიის ფესტივალი (Les Rencontres d’Arles) მონაწილეობს. სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორებს გამოფენები, ვიდეოპროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალიაქვთ დაგეგმილი. 

გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი მსხვერპლშეწირვა

1989 წლის 9 აპრილს თბილისში მოხდა უდიდესი ტრაგედია – რუსთაველის მოედნიდან მომიტინგეების განდევნის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები – გოგონები და ქალები. დღეს ეს დღე დაკავშირებულია ერის უდიდეს გამარჯვებად, საბჭოთა კავშირის დაშლასთან, ჩვენს იმდროინდელ ერთიანობასთან, ერთსულოვნებასთან და ასე შემდეგ. როგორც ამ მოვლენების უშუალო მონაწილე მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად იყო – ერთიანობა, თავისუფლების სურვილი, თავგანწირვა, სამშობლოსადმი …

როგორ ფიქრობთ, რას უყურებენ?

როგორ ფიქრობთ, რას უყურებენ? ფოტო: იური მეჩითოვი   აი კიდევ ფოტო: იური მეჩითოვი   გადაღებულია 80 იანი წლების  ბოლოს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე.   ეს არის ერთ ერთი გამოვლინება იმ მასობრივ ისტერიის, რომელიც გახდა ჩვენი ერის მუდმივი თანამგზავრი. სურათზე აღბეჭდილი ხალხი უთვალთვალებს ეგრეთწოდებულ UFO (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები unidentified flying Objects),   თუმცა არავის არ შეეძლო ეთქვა,რომ რამე კონკრეტულის …

სასიამოვნო გაუგებრობა

წიგნმა სახელწოდებით „ქართული გაზაფხული – მაგნუმის დღიურები“არ შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მთავარ ამოცანას – უცხოეთში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შექმნას. უნდა განვიხილოთ თუ არა ეს ფაქტი როგორც სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა თუ მას შეიძლება შევხედოთ როგორც სასიამოვნო შეცდომას, რომლის შედეგადაც ალბომის ფურცლებზე  გაუპრანჭავი საქართველო ვიხილეთ, საქართველო, რომლის საზღვრებშიც წიგნის მიხედვით სამაჩაბლოს რეგიონი არ იმყოფება?

Exit mobile version