შსს აპირებს, “ფორმულას” სასამართლოში უჩივლოს სიუჟეტების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ გადაცემაში გასული სიუჟეტების გამო სასამართლოში უჩივლებს. განცხადება სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა. საქმე ეხება სიუჟეტებს, რომლებიც ტელეკომპანიის ეთერში იანვარსა და მარტში გავიდა. შსს-ს განცხადებით, 13 მარტს ტელეარხის ეთერში კვლავ გაისმა “ცრუ ინფორმაცია”, “თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან”. “აღნიშნული ტელეკომპანია, …

აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ — სანაია თავდასხმაზე

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს “ფორმულასთან” ჰყვება. როგორც სანაია ამბობს, თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი დაესხა. ჟურნალისტის თქმით, მას დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე, სხეულის სხვდასხვა მიდამოში. “წუხელ, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში …

ლაფერაშვილი “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს

გიორგი ლაფერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან “ნეტგაზეთს” დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, არხზე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია უქმდება. “ფორმულაში” ვრჩები. თოქშოუების მიმართულებით ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას. არც არაფერი ისეთი, უბრალოდ, თათბირი გვქონა 2 დღის წინ თანამშრომლებთან და ვუთხარი, რომ საინფორმაციოს ხელმძღვანელი აღარ ვიქნები. არანაირი ცვლილებები არ იგეგმება, პროდიუსინგი რჩება როგორც არის და …

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” “ჩცდ”-ს დღის ეთერში გაშვებისთვის დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ სერიალის გამო ტელეკომპანია “ფორმულა” დააჯარიმა. ტელეარხის ცნობით, მიზეზი დღის ეთერში სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” იმ სერიების გაშვებაა, რომლებიც “შეურაცხმყოფელ ლექსიკას” მოიცავს. მანამდე, შესაბამისი საჩივრით კომისიას მოქალაქე გიორგი ყიფიანმა მიმართა. უწყებამ ტელეარხს, მაუწყებლობის შესახებ კანონის გათვალისწინებით, ორი დარღვევა დაუდგინა: არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების კანონმდებლობით აკრძალულ დროს განთავსება; აღნიშნული კონტენტის ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება. ჯარიმის …

“პირველი არხი” “ფორმულას” იუმორისტული სკეტჩის გამო უჩივის

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია “ფორმულის” იუმორისტულ გადაცემას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. ინფორმაციასა და “პირველი არხის” საჩივრის ტექსტს თავად “ფორმულა” ავრცელებს. საქმე ეხება ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “ფსკერის” მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს.   სკეტჩში გაშარჟებულია “პირველი არხის” გადაცემა “ახალი დღე”, რომლის “ჟურნალისტიც” აშუქებს სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით გამართული “ფულის წყალში გადაყრის ჩემპიონატის ფინალს”. საჩივრის ტექსტში …

გიორგი ქადაგიძე, ნინია კაკაბაძე და ქეთი დევდარიანი “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანენ

სცენარისტი ქეთი დევდარიანი “ფორმულაზე” ახალ გადაცემას იწყებს, რომლის სახელიც იქნება “პოლიტიკა და ყველაფერი ერთად”. როგორც ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ ამავე არხის ეთერში თქვა, დევდარიანის თანაწამყვანები იქნებიან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და “ფორმულას” თანამშრომელი ლუკა ლიფონავა. გადაცემას ეყოლება მეხუთე წამყვანიც, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია. “ფართო კუთხით შეეცდებიან მოვლენებს დააკვირდნენ და დიდ …

კეზერაშვილმა “ფორმულის” დანარჩენ მეწილეებს ტელევიზიის წილების გაყიდვა აუკრძალა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულის” დანარჩენ მეწილეებს წილების გაყიდვა აუკრძალა. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 6 თებერვალს აისახა. დავით კეზერაშვილის გარდა, რომელიც “ფორმულის” 51- პროცენტიან წილს ფლობს, ტელეკომპანიის მეწილეები არიან მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა. თითოეული მათგანი ტელეკომპანიის 12.25- პროცენტიან წილს ფლობს. საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ტელეკომპანიის მეწილეებს ააეკრძალათ შპს …

2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ 2019 წლის განმავლობაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარ ეპროცესებზე გავლენა მოახდინა. “თიბისი” ბანკის საქმე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი 8 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან გარკვეული ტიპის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო.  საქმე 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურანტი ავთანდილ წერეთელია, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” …

სატელევიზიო რეიტინგების ბუნდოვანი მომავალი

შეცვლის თუ არა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე თამაშის წესებს რეიტინგების მზომავი კომპანია “ნილსენის” საქართველოდან  გასვლა? გაჩნდება თუ არა რეიტინგებით მანიპულირების რისკები, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს შემოსავლებს დააკარგვინებს? ეს არის კითხვები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტელევიზიებისთვის, თუმცა კონკრეტული პასუხები მათაც არ აქვთ. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ერთადერთი რამ: საქართველოს ბაზრიდან გადის რეიტინგების მზომავი საერთაშორისო კომპანია “ნილსენი”, …

87% პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხმრობა – “ფორმულის” და ედისონის კვლევა

ტელეკომპანია “ფორმულის” დაკვეთით ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 87% ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ფორმულის ცნობით, გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მეტ-ნაკლებად ემხრობა – 27%. ტელეკომპანიის ცნობით, “ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის …

დავით კიკალიშვილი „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს. ეს ცნობა თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა. კიკალიშვილი — ცნობილი ტელესახე, რომელიც 20 წლის განმავლობაში, 2016 წლის ბოლომდე უძღვებოდა კვირის შემაჯამებელ გადაცემა „პოსტსკრიპტუმს“ — ახალ გადაცემას ავსტრიიდან წაიყვანს. იგი იქ საცხოვრებლად 2016 წლის შემდეგ გადავიდა — …

გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანს

პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს, რომლის სახელიც “გიორგი თარგამაძის ფორმულა” იქნება. ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც. გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია “იმედში” დაიწყო მუშაობა. ის იყო “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული …

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება ეთერშია

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება “ფორმულა ნიუსი” დღეს ეთერში პირველად გავიდა. ახალი არხის მთავარი გამოშვება ეთერში 20.00 საათზე გადის და ის ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილს მიჰყავს. “ჩვენ ახალ ამბებს გავაშუქებთ მაღალი სტანდარტით, კრიტიკულად და უკომპრომისოდ. ეს ახალი ამბების ჩვენი ფორმულაა”, – ასე მიმართა წამყვანმა მაყურებლებს. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილია, რომელიც მანამდე რუსთავი 2-ის პროდიუსერი იყო. …

„ფორმულას“ დირექტორი პროკურატურიდან თითქმის 9-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი ზურაბ (ზუკა) გუმბარიძე 2 ოქტომბერს პროკურატურიდან დაახლოებით 9-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოვიდა. მან თქვა, რომ გამოკითხვაზე კითხვებს „ინტერმედიასთან“ დაკავშირებით უსვამდნენ, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, რადგან გაუთქმელობაზე ჰქონდა ხელი მოწერილი. ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობა პირველ ოქტომბერს დაიწყო. გუმბარიძე, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორი და ამავდროულად, “ინტერმედიის” დამფუძნებელიცაა, მის დაბარებას ახალი ტელევიზიის ეთერში გასვლას უკავშირებს.  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ …

“ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება 5 ოქტომბრიდან გავა ეთერში

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახური 5 ოქტომბრიდან გავა ეთერში. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილია. “ფორმულა ნიუსის” ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შორის არიან: სოფო ზურაბიანი, დავით ქაშიაშვილი, მარტა ქურასბედიანი, თამარ ჭავჭავაძე, სოფო ვარდიაშვილი, მაკა ფანქველაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, ნანა ინწკირველი. “ფორმულა ნიუსის” დილის გამოშვებას სალომე ნინუა წაიყვანს, 12:00- საათიან ეთერს – შოთა დიმიტრიშვილი, 14:00 და 17:00 საათზე – …

“ფორმულას” დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, გუმბარიძე საგამოძიებო უწყებაში 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “ინტერმედიის” საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული. ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობა დღეს დაიწყო. გუმბარიძე, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორია, ამავდროულად, “ინტერმედიის” დამფუძნებელიცაა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2”-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს …

კეზერაშვილი TV “ფორმულას” წილის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” წილის 51%-ის, ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. რეესტრის მონაცემებით, მანამდე წილის 100%-ს ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები ფლობდნენ. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 3 სექტემბერსაა ასახული. ამჟამად 49 პროცენტს ფლობენ ფორმულა კრეატივის დამფუძნებლები: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი- 12.25%-ს. ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს. შპს ფორმულას მაუწყებლობის …

შპს “ფორმულა” ხარვეზის გამოსწორებამდე მაუწყებლობის ავტორიზაციაც ვერ მიიღებს -GNCC

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, განცხადებაში, რომელიც შპს “ფორმულამ“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად წარადგინა, ხარვეზები დაფიქსირდა. კომისია ამბობს, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანიას 5 დღეს მისცა. “2019 წლის 13 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა შპს „ფორმულას“ განაცხადი მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია კომპანიის …

Exit mobile version