სააპელაციომ კეზერაშვილის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა — სხდომა 27 თებერვალს გაგრძელდება

დღეს, 16 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტვ „ფორმულას“ ძირითადი მესაკუთრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატების შუამდგომლობები. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ სასამართლოს განეხილა მათი წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც, მათი თქმით, ადასტურებდა კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებული დავის პოლიტიკურ მოტივებს. საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს. …

ხვალ სააპელაციო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაიმართება

ხვალ, 16 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გაიმართება. საქმე ეხება სამოქალაქო დავას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილისგან ზიანის — 5.06 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვს. 2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს …

პროცესი დაიწყო შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სხვა ქვეტექსტი არადროს ჰქონია – ოპერატორები

ტელეკომპანია „ფორმულას“ გაფიცული ოპერატორები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, აცხადებენ, რომ მათი მხრიდან პროცესი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დაიწყო და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არადროს ჰქონია. ამის შესახებ ოპერატორები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ. როგორც ოპერატორები აცხადებენ, ტელეკომპანია ღია არ აღმოჩნდა მათი მოთხოვნების განხილვისთვის და მენეჯმენტმა ამ თემაზე პირველივე კომუნიკაციაში მათ შეურაცხყოფა მიაყენა. „ჩვენ, ტელეკომპანია …

ფორმულას გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის შენობასთან პროტესტს აგრძელებენ

ტელეკომპანია „ფორმულას“ გაფიცული ოპერატორები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და „ფორმულას“  შენობასთან შეკრებილები პროტესტს აგრძელებენ. როგორც ოპერატორებმა ნეტგაზეთს უთხრეს, ისინი „ფორმულას“ ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. როგორც მათ ნეტგაზეთს უთხრეს, გათავისუფლებული ოპერატორები ტელეკომპანიის შენობასთან პროტესტს გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ამასთან, ოპერატორები ეხმიანებიან „ფორმულას“ მიერ დღეს, 4 თებერვალს, გავრცელებულ …

ფორმულა: ოპერატორებმა დაარღვიეს ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას

ტელეკომპანია „ფორმულა“ განცხადებას ავრცელებს საინფორმაციო გამოშვების ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ „ფორმულას“ განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობ ჰქონდათ, თუმცა ოპერატორები თავიან „ულტიმატუმებზე“ იყვნენ. ამასთან, „ფორმულა“ აცხადებს, რომ გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი დაცული არ იყო. „საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რა წნეხის, დევნის და …

ჟურნალისტებმა ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმა „ფორმულა“ დატოვეს

ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტებმა, ქეთი ხიდიშელმა და მარტა ქურასბედიანმა დატოვეს. ორივე მათგანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათ ტელეკომპანია საკუთარი განცხადების საფუძველზე პირველ თებერვალს, „ფორმულას“ ოპერატორთა გაფიცვის პირველივე დღეს, დატოვეს. გუშინ, 3 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საინფორმაციო გამოშვების ოპერატორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, გაათავისუფლა. ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის ქმრებიც „ფორმულას“ ამ ოპერატორებს …

“ფორმულამ” ოპერატორები სამსახურიდან გაუშვა, ისინი სამართლებრივ დავას აპირებენ

ტელეკომპანია “ფორმულამ” საინფორმაციო გამოშვების ოპერატორები, რომლებიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ, გაათავისუფლა. ჯამში, საუბარია 24 ვიდეოოპერატორზე. როგორც ნეტგაზეთს ტელეკომპანიის იურისტმა განუცხადა, კომპანიამ თანამშრომლებს მისცა არაერთი გაფრთხილება და დრო, რათა ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაბრუნებოდნენ, თუმცა, უშედეგოდ. სამსახურიდან გათავისუფლებული ოპერატორები აპირებენ სამართლებრივ დავას და გეგმავენ მიმართონ სახალხო დამცველს. ამის შესახებ ნათქვამია მათ …

“ფორმულას” საინფორმაციოს ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერეს

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვების ოპერატორებმა რამდენიმე დღის წინ პროტესტი დაიწყეს. როგორც ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი აცხადებს, მათი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა, მანამდე კი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე უარს აცხადებენ. როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, გუშინ, 2 თებერვალს, ოპერატორებმა გაფიცვის შესახებაც მიმართეს ხელმძღვანელობას. ნანა ინწკირველის თქმით, ოპერატორებმა ხელფასების მომატების მოთხოვნით 31 იანვარს მიმართეს “ფორმულას” გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბერიძეს, …

„ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდამსხმელი დააკავებულია – საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება 154-ე მუხლით მიმდინარეობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, 24 აგვისტოს გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

„ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიება დაიწყეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ჩაატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებით, დღეს, 24 აგვისტოს გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

კომისიამ “მთავარი არხი” 118 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ მოძრაობა “სირცხვილიას” რეკლამის ეთერში გაშვების გამო “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, “ტვ პირველი” და “ფორმულა” კი გააფრთხილა. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კომისია ამბობს, რომ ტელეარხებმა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსეს. სამივე ტელეარხს “ქართულმა ოცნებამ” უჩივლა. მმართველი პარტია ამბობდა, რომ 23 და 24 ივნისს ეთერში გავიდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. საქმე ეხება …

„ოცნების“ საჩივარი 3 არხის წინააღმდეგ დასაშვებად ცნეს

კომუნიკაციების კომისიამ 11 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე დასაშვებად ცნო „ქართული ოცნების ოცნების“ საჩივარი სამი ოპოზიციური არხის, – „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ. დღეს მხოლოდ საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა და არ უმსჯელიათ დავის არსებით ნაწილზე. კომისია დღეს განიხილავდა, არის თუ არა ეს საკითხი მის კომპეტენციაში და არის თუ არა „ქართული ოცნება“ დაინტერესებული პირი. კომისიის სხდომა …

„ოცნება“ 24 ივნისის აქციის კლიპის გამო 3 არხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ ტელეარხებს, „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“, კომუნიკაციების კომისიაში უჩივის 24 ივნისის დემონსტრაციის რეკლამის გამო. „ტვ პირველის“ წარმომადგენელი ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ მარეგულირებელს მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ და სამ ტელეარხს ედავება, რადგან არასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაუშვეს პოლიტიკური შინაარსის რეკლემა. „ქართული ოცნების“ საჩივარში, რომელიც, ტელეარხების თანახმად, 8 აგვისტოს მიიღეს კომისიისგან, წერია, რომ 2022 წლის …

უცნობია, გაგრძელდება თუ არა “ჩემი ცოლის დაქალები”

“ჩემი ცოლის დაქალების” მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ, არაერთგზის ისმის კითხვა, გაგრძელდება თუ არა სერიალი. 11-წლიანი ისტორიის მქონე პროექტმა არსებობის გასაგრძელებლად შესაბამისი ფინანსური რესურსები უნდა მოძებნოს. შეძლებს თუ არა ამას, ჯერაც ბუნდოვანია. “ასე პირდაპირი პასუხი, “კი” ან “არა”, არ არსებობს”, — თქვა “ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, რეალურია თუ არა ცნობები …

ჟურნალისტებმა გვარამიას მხარდასაჭერად მორიგი აქცია გამართეს

„მთავარის არხისა“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლებმა მორიგი აქცია გამართეს ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად. ჟურნალისტები, ტელეწამყვანები და სხვა თანამშრომლები 19 მაისს, 13:00 საათისთვის შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, დერეკ შოლე მართავს შეხვედრებს. მათი თქმით, დერეკ შოლეს უნდა გადასცენ წერილი, რომლითაც გვარამიას გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ. „ნიკა გვარამიას დაკავება მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი …

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელს დავით ველიჯანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 20 მარტს, მიიღო. პროკურატურის ცნობით, ველიჯანაშვილს ბრალი პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე …

„ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორებზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორებზე თავდამსხმელ დავით ველიჯანაშვილს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ველიჯანაშვილს ბრალი პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით ველიჯანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა …

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 მარტს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორები მისული იყვნენ რესპონდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის …

ჩვენი ინფორმაციით, „ფორმულაზე“ თავდამსხმელი დაკავებულია – მედიაკოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმელი დაკავებულია. „ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი პირი და დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – წერს მედიაკოლიცია. ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანია რეპორტიორზე, ნანო ჩაკვეტაძე დაყრდნობით წერს, რომ ჟურნალისტები კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, …

ფორმულა: ვაკეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ნაცემია 2 ოპერატორი

განახლება: სპეციალური საგამოძიბო სამსახური [სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამონაცვლე უწყება] აცხადებს, რომ ამ ამბავზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანია რეპორტიორზე, ნანო ჩაკვეტაძე დაყრდნობით წერს, რომ ჟურნალისტები კაფესთან შეთანხმებულად …

სუს-ის უფროსი „მთავარს“, „ფორმულასა“ და ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი „მთავარ არხს“, „ფორმულას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილს ცილისწამებას ედავება და სასამართლოში უჩივის. სარჩელი უკავშირდება ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური  საქმიანობის შესახებ, რომელთან კავშირში მყოფ ერთ-ერთ პირადაც, მისი ადვოკატის თანახმად, სწორედ ლილუაშვილია დასახელებული. რატომ ჩივის ლილუაშვილი? სარჩელის შესახებ მოკლე ინფორმაცია ლილუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ღვინიაშვილმა გაავრცელა. „როგორც გრიგოლ …

მეორე ტურის ეგზიტპოლს არც ედისონ რისერჩი ჩაატარებს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ეგზიტპოლი არც ტელეკომპანია „ფორმულას“ ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთს „ფორმულას“ დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ განუცხადა. პირველ ტურში „ფორმულას“ დაკვეთით ეგზიტპოლი  Edison Research-მა ჩაატარა. როგორც თარგამაძე ამბობს, პირველი ტურის დროს ველზე მომუშავე მკვლევრებს პრობლემები ექმნებოდათ, რისი აღმოუფხვრელობასაც შესაძელოა ემოქმედა მეორე ტურში ეგზიტპოლის სანდოობის ხარისხზე. „არსებობდა გარკვეული პრობლემები, რაზეც ჯერ კიდევ პირველი ტურის …

„ფორმულას“ ჟურნალისტზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს

ზუგდიდში „ფორმულას“ ჟურნალისტზე, სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ნეტგაზეთს“ ჟურნალისტმა უთხრა, თავად დარეკა პოლიციაში, რის შემდეგაც მასთან ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, გამოკითხეს და უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს, თუმცა მუხლი არ დაუზუსტებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოგვიანებით ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის …

ფორმულას ჟურნალისტს ზუგდიდში გაშუქებისას ელექტროშოკით დაემუქრნენ

„ფორმულას“ ჟურნალისტს ზუგდიდში არჩევნების გაშუქებისას ერთ-ერთ უბანზე ელექტროშოკით დაემუქრნენ. ჟურნალისტ სალომე ჩადუნელის თქმით, ზუგდიდის 84-ე უბანთან, –  სადაც, ენმ-ის ცნობით, „კარუსელს“ გეგმავდნენ, – მყოფმა პირმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. რეპორტიორის ცნობით, აღნიშნულმა პირმა თქვა, რომ იყო დავით ქირია, ფეხბურთელი. იგი ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს ეკამათებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტელევიზიებმა გადაღება დაიწყეს, გაღიზიანდა. „ნეტგაზეთთან“ საუბარში ჩადუნელი …

Exit mobile version