UK შვედეთს და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფო შვედეთს და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა იმოგზაურა შვედეთსა და ფინეთში და ორივე ქვეყანასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების დეკლარაციებს. ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა გაფორმებული დეკლარაცია ბრიტანელ სამხედროებს ადგილზე, ფინეთში. ჯონსონის თქმით, შეთანხმება ნათელია: „ის ამბობს, რომ კატასტროფის შემთხვევაში, ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, ერთმანეთს …

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთის ოფიციალური მოწინააღმდეგეები იქნებიან – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, ისინი რუსეთში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად აღიქმებიან. მან ეს განცხადება ტელეგრამის არხის მეშვეობით გაავრცელა. მისი განცხადებით, ალიანსი ფინეთისა და შვედეთის მიღებას, მინიმალური ბიუროკრატიის პირობებში, მარტივად აპირებს. მედვედევის თანახმად, ნატო-რუსეთის საზღვარი ამ ქვეყნების ალიანსში მიღების შემდეგ …

ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებას სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყებენ — მედია

დასავლეთის მედიის ინფორმაციით, 6-7 აპრილს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე განხილვის თემა იყო ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლა, ორივე სკანდინავიური ქვეყანა კი გაწევრიანებაზე განაცხადს, სავარაუდოდ, ზაფხულში გააკეთებს. ინფორმაცია ამის შესახებ TIMES-მა აშშ-ის და ევროპის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლებიც არ დაასახელა. გამოცემის ცნობით, ფინეთის განაცხადი მოსალოდნელია ივნისში, შვედეთი კი მას მოჰყვება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თქვა, …

ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს

ფინურმა სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია VR-მა 28 მარტიდან რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მატარებელი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს ფინეთის დედაქალაქთან აკავშირებდა. როგორც სარკინიგზო კომპანიამ განაცხადა, მათ, ვისაც რუსეთის დატოვება სურდათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მოახერხეს და სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რუსეთთან მიმოსვლას აჩერებენ. ეს იყო რუსეთის ბოლო სარკინიგზო კავშირი ევროკავშირთან. გარდა …

ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევდა — ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთის მხრიდან „საპასუხო ნაბიჯებს“ გამოიწვევს. „ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, მათ შორის, ფინეთმა და შვედეთმა, დაადასტურეს პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა აშენდეს სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე. აშკარაა, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას …

ფინელი დეპუტატი უკრაინაზე საკამათო პოსტის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგა

ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიკა ნიიკომ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ნატო-ში უკრაინის არგაწევრიანებაზე საკამათო პოსტისთვის დაგმო პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა, მათ შორის, საკუთარმა პარტიამ. მიკა ნიიკომ, რომელიც ნაციონალისტურ პარტიას წარმოადგენს, მაკრონის მოსკოვში ვიზიტისას Twitter-ზე დაწერა, რომ ვიზიტი დადებით შედეგს არ მოიტანს, თუ მაკრონი ან სხვა დასავლელი პოლიტიკოსი საჯაროდ არ იტყვის, რომ უკრაინა …

Exit mobile version